ბარბარე ზარუდნაია

ბარბარე (ვერა) მიხეილის ასული ზარუდნაია (რუს. Варвара Михайловна Зарудная; დ. 5 დეკემბერი, 1857, ეკატერინოსლავი, ახლანდ. დნიპრო, უკრაინა, — გ. 14 მარტი, 1939, მოსკოვი) — რუსი მომღერალი (სოპრანო) და პედაგოგი, კომპოზიტორ მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის მეუღლე (1883 წლიდან).

ბარბარე ზარუდნაია
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 5 (17) დეკემბერი, 1857
დაბ. ადგილი დნიპრო
გარდ. თარიღი 14 მარტი, 1939(1939-03-14) (81 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
ბარბარე ზარუდნაია ვიკისაწყობში

ზარუდნაიას დედა ქართველი იყო, გვარად გარსევანოვა (გარსევანიშვილი). 1882 წელს დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორიის ვოკალური განყოფილება (ნილსენ-სალომანისა და კ. ევერარდის კლასები). ერთხანს კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრში მღეროდა წამყვან პარტიებს, ხოლო მ. იპოლიტოვ-ივანოვის თბილისში გადმოსვლის შემდეგ აქ განაგრძო არტისტული და პედაგოგიური მოღვაწეობა. 1883–1893 წლებში თბილისის საოპერო თეატრის სოლისტი იყო. ასრულებდა წამყვან პარტიებს რუსულ და დასავლეთ ევროპის ოპერებში: ტატიანა, მარია, ნასტია (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი”, „მაზეპა”, „ჯადოქარი ქალი”), ნატაშა (ა. დარგომიჟსკის „ალი”); დიდი წარმატებით გამოდიოდა ჯ. ვერდის „აიდაში”, შ. გუნოს „ფაუსტში”, ჯ. მეიერბერის „აფრიკელ ქალში”. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას. იყო თბილისის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი. 1893 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვში, იყო მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი.

ლიტერატურა

რედაქტირება