ბარაკარი
ბარაკარი (ჰინ. बराकर नदी; ბენგალ. বরাকর নদী)) — მდინარე აღმოსავლეთ ინდოეთში, დამოდარის მთავარი შენაკადი. სათავეს იღებს ჯარხანდის შტატში, ჰაზარიბაგჰის რაიონში და მიედინება 225 კმ-ზე, ჩჰოტა-ნაგპურის პლატოს ჩრდილოეთი ნაწილის გასწვრივ, ძირითადად დასავლეთი-აღმოსავლეთის მიმართულებით,სანამ ბენგალის შტატში, ქალაქ დიშერგერაჰის სიახლოვეს დამოდარს შეერწყმება. აუზის ფართობი 6 159 კმ²-ს შეადგენს, მთავარი შენაკადებია ბაროსტი და უსრი. გარდა ამისა, ბარაკარს ერწყმის 50-მდე პატარა თუ საშუალო მდინარე.[1]
ბარაკარი | |
---|---|
ქვეყანა | ინდოეთი |
სიგრძე | 225 კმ |
აუზის ფართობი | 6 159 კმ² |
ბარაკარი ვიკისაწყობში |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფოტოები დაარქივებული 2016-10-24 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Chattopadhyay, Akkori, Bardhaman Jelar Itihas O Lok Sanskriti (History and Folk lore of Bardhaman District.), (ბენგალური), Vol I, p 26, Radical Impression. ISBN 81-85459-36-3