ბან-ჩიანგი (ტაილ. แหล่งโบราณคดี บ้านเชียง) — არქეოლოგიური ძეგლი ტაილანდში. 1992 წლიდან წარმოადგენს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს.

ბან-ჩიანგი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 17°32′55″ ჩ. გ. 103°21′30″ ა. გ. / 17.54861° ჩ. გ. 103.35833° ა. გ. / 17.54861; 103.35833
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1992  (მე-16 სესია)
ნომერი 575
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 575
ინგლ.რუს.ფრ.

ტერიტორია აღმოჩენილ იქნა 1957 წელს და პირველი გათხრები 1967 წლიდან დაიწყო. აღმოჩენილია რამდენიმე ჩონჩხი, სამარხებში ჩატანებული ბრინჯაოს ნივთებით. ასევე აღმოჩნდა ბრინჯის ფრაგმენტები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აქ მოსახლე ბრინჯაოს ხანის ადამიანები სოფლის მეურნეობას მისდევდნენ. ყველაზე ძველ სამარხებში, ბრინჯაოს ნივთები არაა და ის ნეოლითურ კულტურას ეკუთვნის. ყველაზე ახალი სამარხები კი რკინის ხანისაა.

როგორც დათარიღების თერმოლუმინესცენციის მეთოდმა აჩვენა, აქ აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტები ძვ.წ. 4420 - 3400 წლებს მიეკუთვნება, შესაბამისად, ეს ტერიტორია მსოფლიოში უძველეს ბრინჯაოს ხანის კულტურას მიეკუთვნება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: