ბანსკი-დვორი (ბანია-ლუკა)

ბანსკი-დვორი (სერბ. Бански двор) — შენობა და კულტურული ცენტრი ბანია-ლუკაში. ის 1932-33 წლებში აშენდა, როგორც 1929-41 წ.წ იუგოსლავიის სამეფოს პროვინცია ვერბას ბანოვინას ბანის (ჰერცოგი) რეზიდენცია.[1]

ბანსკი-დვორი
ბანსკი-დვორი (ბანია-ლუკა) (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
ზოგადი ინფორმაცია
არქიტექტურული სტილი eclectic architecture
ქვეყანა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
მდებარეობა ბანია-ლუკა; სერბთა რესპუბლიკა
კოორდინატები 44°46′13″ ჩ. გ. 17°11′49″ ა. გ. / 44.77028° ჩ. გ. 17.19694° ა. გ. / 44.77028; 17.19694
დაიწყო 1931
არქიტექტორ(ებ)ი იოვანკა ბონჩიჩ-კატერინიჩი, ანჯელია პავლოვიჩი და იოვან რანკოვიჩი
საიტი
ოფიციალური გვერდი

დღესდღეობით

რედაქტირება

1998 წელს ბანსკი-დვორი ოფიციალურად გახდა საჯარო კულტურული დაწესებულება და დღესდღეობით წელიწადში ათასობით ვიზიტორით ის არის ქალაქ ბანია ლუკასა და სერბთა რესპუბლიკის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი. აქ ყოველწლიურად ასობით ღონისძიება ტარდება, რომლებიც გამოირჩევა დიდი რაოდენობითა და მრავალფეროვნებით: კონცერტები, ადგილობრივი და უცხოელი ხელოვანების გამოფენები, ახალი წიგნების პრეზენტაციები, მრგვალი მაგიდები და ასევე აქტიურადაა ჩართული ქალაქის მნიშვნელოვანი მოვლენებისა და ფესტივალების დაგეგმვა განხორციელებაში. 2008 წელს რესპუბლიკა სერპსკას სასახლის რეკონსტრუქციამდე, ის სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციასაც წარმოადგენდა.

როდესაც 1929 წელს ვერბას ბანოვინას პროვინცია შეიქმნა, რომლის პირველი ბანიც სვეტისლავ ტიზა მილოსავლევიჩი იყო, წარმომადგენლობითი სასახლის აშენების საჭიროება დადგა. ადრეულ 1931 წელს ბელგრადის და სარაევოს ეროვნულ გაზეთებში გამოცხადდა ბანის სასამართლოს (ბანსკი-დვორ) და ბანის სასახლის (ბანსკი-პალატი) კონცეპტუალური ჩანახატის კონკუსი. კონკურსში გაიმარჯვეს და პირველი ჯილდო მიიღეს ბელგრადელმა არქიტექტორებმა იოვანკა ბონჩიჩ-კატერინიჩმა, ანჯელია პავლოვიჩმა და იოვან რანკოვიჩმა. ძირითადი ნახაზები გადაეცა ბელგრადში არსებულ სამშენებლო კომპანია Kosta Šijački-ს, მშენებლობა მიმდინარეობდა ახალგაზრდა არქიტექტორის ბრანკო იოვანოვიჩის ხელმძღვანელობით, ხოლო ფასადისა და ინტერიერის მხატვრულ დიზაინს ხელმძღვანელობდა მოქანდაკე და აკადემიკოსი ჯორჯე იოვანოვიჩი. ბანსკი-დვორის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 1931 წლის მარტში, ხოლო ოფიციალური გახსნა შედგა 1932 წლის 8 ნოემბერს. ბანის სასამართლოს ჰქონდა ოთახები შეხვედრებისთვის, საკონფერენციო დარბაზები, მთავარი დარბაზი, საცხოვრებელი ოთახები ბანის მნიშვნელოვანი სტუმრებისთვის, ოთახის გათბობა, სამზარეულო, ტუალეტები, გასახდელები და სხვა სივრცეები.

არქიტექტურა

რედაქტირება
 
ლეპტომერია ბანსკი-დვორის შესასვლელიდან.

შენობის ქვედა ზონებში დომინირებს რენესანსის გავლენა და აკადემიური კლასიციზმი, ხოლო მაღალ ზონებში წარმოდგენილია შუა საუკუნეების არქიტექტურის ელემენტები. შენობის გამორმებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბალკანეთის ნახევარკუნძულის ხალხურ ელემენტებს.

1992 - 1995 წლებში ბოსნიის ომიბოსნიასა და ჰერცეგოვინაში მიმიდინარე სამოქალაქო ომის შემდეგ გაფორმებული ბოსნია და ჰერცეგოვინაში მშვიდობის გენერალური ჩარჩო შეთანხმების დანართისა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში ეროვნული ძეგლების დაცვის კომისიის გადაწყვეტილებების განხორციელების დებულებების შესაბამისად, ბანსკი-დვორი ეროვნული ძეგლის სტატუსით სარგებლობს. განსაკუთრებული არქიტექტურული ღირებულებისა გარდა, არქიტექტურული მემკვიდრეობის ამ ძეგლმა ასევე ნაწილობრივ შემოინახა ავთენტური შიდა სივრცეები, დეკორაციები და ავეჯი. ავთენტურად შემონახული ინტერიერი წარმოადგენს განუყოფელ კულტურულ, ისტორიულ და ესთეტიკურ ღირებულებას მთლიანი შენობის საერთო არქიტექტურული მნიშვნელობასთან ერთად. ინტერიერი ღირებულია როგორც XX საუკუნის მეოთხე ათწლეულის დასაწყისის წარმომადგენლობითი ინტერიერის უნიკალური ძეგლი. თავის დროზე ცნობილი და მეტად დაფასებული ავტორების, დეკორატორების ნამუშევრები წარმოდგენილია ავთენტური მდგომარეობით. დაწესებულება ახორციელებს ინტერიერისა და მისი ავთენტური ავეჯის დეტალური სამეცნიერო კვლევას და მისი ფართო პროფესიონალური აუდიტორიის და საზოგადოების წინაშე წარდგენას. ამ გზით უზრუნველყოფის მისი დროის გამოყენებითი ხელოვნების ამ შესანიშნავი ნიმუშების შენარჩუნება პოპულარიზაციას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Palata banskog dvora. kons.gov.ba. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-15. ციტირების თარიღი: 13. 9. 2017