ბანდ-ე-კეისარი
ბანდ-ე-კეისარი (სპარს. قیصربند - კეისრის ხიდი) — უძველესი რომაული ხიდი ირანის ქალაქ შუშტარში, რომელიც ამავე დროს დამბის ფუნქციასაც ასრულებდა. ხიდი ახ. წ. III საუკუნეში რომაელმა ხელოსნებმა ააგეს სასანიდების ბრძანებით. იგი ყველაზე აღმოსავლეთით, სპარსეთის იმპერიის სიშრმეში მდებარე რომაულ დამბა-ხიდს წარმოადგენდა.
ირიგაციის ისტორიული სისტემა შუშტარში* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ირანი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, v |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია |
კოორდინატები | 32°03′13″ ჩ. გ. 48°50′55″ ა. გ. / 32.05361° ჩ. გ. 48.84861° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2009 (33-ე სესია) |
ნომერი | 1315 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1315 ინგლ. • რუს. • ფრ. |
მდინარე ქარუნზე მდებარე ეს 500 მეტრი სიგრძის დამბა, წარმოადგენდა შუშტარის ირიგაციის ისტორიული სისტემის (سازههای آبی شوشتر) მთავარ ნაგებობას, რომელთა მეშვეობითაც ქალაქი სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას ზრდიდა. ისლამური სპარსეთის პერიოდში, ხიდი მრავალჯერ შეაკეთეს და აქტიურად გამოიყენებოდა XIX საუკუნის ბოლომდე.
2009 წელს, ის გახდა მეათე ძეგლი ირანიდან, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.