ბანგკოკის სამხატვრო და კულტურული ცენტრი
ბანგკოკის სამხატვრო და კულტურული ცენტრი (ტაი. หอศิลปวัฒนธรรมแห่งกรุงเทพมหานคร) — თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ბანგკოკში, ტაილანდში. საგამოფენო და საშემსრულებლო სივრცეში სამხატვრო, მუსიკალური, თეატრალური, კინოინდუსტრიის, მოდისა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები ტარდება. ცენტრი მოიცავს კაფეებს, კომერციულ სამხატვრო გალერეებს, წიგნის მაღაზიებს, ხელნაკეთი ნივთების მაღაზიებსა და ბიბლიოთეკას. ცენტრი კულტურული გაცვლის ადგილის ფუნქციას ასრულებს. 2008 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში ცენტრის ვიზიტორთა რაოდენობა 300 000-დან 1.7 მილიონამდე გაიზარდა.[1]
ბანგკოკის სამხატვრო და კულტურული ცენტრი | |
---|---|
ბანგკოკის სამხატვრო და კულტურული ცენტრი | |
13°44′48″ ჩ. გ. 100°31′48″ ა. გ. / 13.74667° ჩ. გ. 100.53000° ა. გ. | |
დაარსდა | 29 ივლისი, 2008 |
ქვეყანა | ტაილანდი |
მდებარეობა | Wang Mai |
კლასიფიკაცია | თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, მუზეუმი |
დირექტორი | პავიტ მაჰასარინანდი |
ოფიციალური საიტი | [bacc.or.th bacc.or.th] |
ისტორია
რედაქტირება1995 წელს ბანგკოკის გუბერნატორმა, დოქტორმა ბრიჩიტ რატაკულიმ წამოიწყო პროექტი სახელწოდებით „სამხატვრო ცენტრი“. შეთახმების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ბანგკოკის თანამედროვე სამხატვრო ცენტრი პათუმვანს უნდა შეერთებოდა, 2001 წელს პროექტი შეჩერდა, როდესაც ახალი გუბერნატორი სამაკ სუნდარავეი გახდა. მას კომერციული საცალო სივრცე და კერძო ინვესტიციების მოზიდვა სურდა.[1][2] კულტურული ორგანიზაციები, ხელოვანები, სტუდენტები და მასმედიის წარმომადგენლები ამ გეგმის წინააღმდეგ გამოვიდნენ. 2004 წელს ბანგკოკის გუბერნატორი აპირაკ კოსაიოდინი გახდა და მან ძველ პროექტს დაუჭირა მხარი, რომელიც სამხატვრო ცენტრის გახსნას გულისხმობდა.[3][4]
2005 წლის 19 აგვისტოს „სამხატვრო და კულტურულ სფეროებში ბანგკოკის მეტროპოლიურ ადმინნისტრაციასა და სამხატვრო და კულტურულ სფეროებში მოკავშირე ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშროლობის დეკლარაციას“ მოეწერა ხელი.[5][6] არაერთი გადადების შემდეგ ბანგკოკის სამხატვრო და კულტურული ცენტრი 2008 წ;ის 29 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა.[7][4]
არქიტექტურა
რედაქტირებაბანგკოკის სამხატვრო და კულტურული ცენტრის შენობა Robert G. Boughey and Associates-ის პროექტის მიხედვით 4 კრიტერიუმის გათვალისწინებით შეიქმნა: მოსახერხებელი სივრცე, ტაილანდის არქიტექტურისა და კულტურის ელემენტები, მაღალი, ჰაეროვანი სივრცეები და ბუნებრივი, მაგრამ კონტროლირებადი ნათება. მრავალფუნქციური ოთახი პირველ სართულზეა განთავსებული და სხვადასხვა ღონისძიებისთვის გამოიყენება, მათ შორის: ბანკეტებისთვის, პრესკონფერენციებისთვის, შეხვედრებისთვის და ა.შ. მრავალფუნქციური ოთახის ფართობი 280 მ² ია და 250-300 ადამიანზეა გათვლილი.[8]
სამუშაო საათები
რედაქტირებაბანგკოკის სამხატვრო და კულტურული ცენტრი ორშაბათობით დაკეტილია. ცენტრი კვირის სხვა დღეებში ღიაა დილის 10 საათიდან საღამოს 9 საათამდე. შესვლა უფასოა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 „BMA must keep hands off art centre“ (Opinion). Bangkok Post. 13 May 2018. ციტირების თარიღი: 13 May 2018.
- ↑ Phataranawik, Phatarawadee (13 May 2018). „Thai artists see red over Bangkok governor's plan to take over art centre“. The Nation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2018. ციტირების თარიღი: 14 May 2018.
- ↑ Bangkok Art and Culture Centre Background. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მაისი 2018. ციტირების თარიღი: 14 May 2018.
- ↑ 4.0 4.1 ความเป็นมาของหอศิลปวัฒนธรรมแห่งกรุงเทพมหานคร - bacc.or.th. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-05. ციტირების თარიღი: 2020-07-30.
- ↑ Declaration of Cooperation in the Fields of Art and Culture. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მაისი 2018. ციტირების თარიღი: 14 May 2018.
- ↑ ปฏิญญา. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-09. ციტირების თარიღი: 2020-07-30.
- ↑ Wancharoen, Supoj (19 May 2018). „Art space: the final frontier“. Bangkok Post. ციტირების თარიღი: 23 May 2018.
- ↑ Architecture Main Concept. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მაისი 2018. ციტირების თარიღი: 14 May 2018.