ბალახთდგომა — ბალახოვანი მცენარეულობა საკვებ სავარგულებზე. სიმაღლე და სიხშირე ანუ სიმჭიდროვე (მცენარეთა მწვანე ნაწილის რაოდენობა 1 მ³-ზე) განსაზღვრავს სათიბისა და ბუნებრივი საძოვრის მოსავლიანობას (პროდუქტიულობას). ბალახთდგომის ხარისხი დამოკიდებულია მისი შემადგენელი სახეობების საკვებ ღირებულებასა და აგროტექნიკურ ღონისძიებებზე. ბალახთდგომის სიმწიფე ეწოდება სათიბზე (საძოვარზე) მცენარეთა განვითარების იმ ფაზას, როდესაც ფართობის ერთეულიდან შესაძლებელია საკვები ნივთიერებების ყველაზე დიდი რაოდენობით აღება.[1]

  1. Травостой // Сельско-хозяйственный энциклопедический словарь. — М., 1989.