დურსუნ ბალაძე

(გადამისამართდა გვერდიდან ბალაძე, დურსუნ)

დურსუნ ოსმანის ძე ბალაძე (დ. 14 თებერვალი, 1930, სოფ. წყავროკა, ქობულეთის რაიონი — გ. 25 აპრილი, 2004, სტამბოლი, დაკრძ. თბილისში) — ქართველი მათემატიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1971).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თსუ ზოგადი მათემატიკის კათედრის პროფესორი (1972-1978), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი (1978-1991). 1991-იდან ბათუმის უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრის გამგე. ბალაძის ძირითადი შრომები ეხება ტოპოლოგიურ სივრცეთა ჰომოლოგიის თეორიის საკითხებს. შემოიღო კოეფივიენტის ჯგუფთა წყვილის მიმართ აღებული ჰომოლოგიები (კოჰომოლოგიები); განიხილა პარამეტრიანი ჰომოლოგიები (სადაც პარამეტრი რომელიმე ნებისმიერი კომპლექსია); შეისწავლა ნებისმიერი კომპლექსის ჰომოლოგიების (კოჰომოლოგიების) აპროქსიმაცია მისი სასრული კომპლექსების ჰომოლოგიებით (კოჰომოლოგიებით).

იყო აჭარის ასრრ X და XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2000).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება