ბაკურციხის წმინდა ბარბარეს პირველი ეკლესია

ბაკურციხის წმინდა ბარბარეს პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში. ეკლესია დგას მაღალაურად წოდებულ ადგილზე, კერძოდ კი, ქუმსიაშვილების უბანში.

ეკლესია მთლიანადაა დანგრეული, თუმცა შემორჩენილია მხოლოდ რიყის ქვისა და კირის დუღაბით ნაგები ჩრდილოეთ კედლის პატარა მონაკვეთი.

2004 წელს, ეკლესიის დასავლეთით, ათიოდე მეტრზე, აშენდა თავისუფალი ჯვრის ტიპის ეკლესია ქუმსიაშვილების ოჯახის ინიციატივითა და ხარჯებით.

ლიტერატურა

რედაქტირება