ბაკურციხის წმინდა ბარბარეს მეორე ეკლესია

ბაკურციხის წმინდა ბარბარეს მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკურციხის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.

ეკლესიის ტიპი დარბაზულია. ის ნაგებია რიყისა და აგურის ქვებით. აგურის ორ ძირითად სახეს ვხვდებით, რომელთა უმრავლესობაც კვადრატული ფორმისაა. კედლების ძირითადი ნაწილი რიყის ქვითაა ნაგები, რომელთა წყობა ირეგულარულია. აგური გამოყენებულია კარ-სარკმლის ღიობების გამოსაყვანად და ფასადის მოსართავ ელემენტად. ინტერიერის კედლების გასწორება ბათქაშის გამოყენებით ხორციელდებოდა.

ეკლესიაა ძლიერაა დაზიანებული, რისი თქმის საფუძველს ჩამონგრეული გადახურვა და ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილის, სამხრეთის კედლის ნანგრევების და ფასადის დაზიანებები გვაძლევს.

დასავლეთით მდებარეობს ეკლესიის შესასვლელი, რომლის ღიობი აგურითაა გამოყვანილი. მას გარედან თაღი ამშვენებდა, რომლის მხოლოდ გვერდებია დღეს შემორჩენილი. ის ჩასმულია საფეხურით შეღრმავებულ არეში. შეღრმავებული არის აღდგენა ვერ ხერხდება, ვინაიდან და რადგანაც მის ზემოთ არსებული კედელი დანგრეულია. შესასვლელი გადახურული იყო ხის ძელებით, რომელთა მხოლოდ საყრდენი ბუდეებია დღეს-დღეობით შემორჩენილი.

აღმოსავლეთ ნაწილში ნახევარწრიული აფსიდია მდებარეობს, რომლის ღერძზე აგურით ნაშენები სარკმლის ძირია შემორჩენილი, ამასთან წირთხლების მცირე ნაწილი. მის ორივე გვერდს მოზრდილი ნიშა ამშვენებს. რომელთაგან სამხრეთით მყოფი თაღოვანი ფორმისაა, ხოლო ჩრდილოეთით მდებარე ნიშას ზედა ნაწილი მონგრეული აქვს. მისგან შემორჩენილი კვალის მიხედვით ადგენენ, რომ თაღით უნდა ყოფილიყო გადახურული.

საფეხურით შეღრმავებული არით იყო დამუშავებული გრძივი ფასადები და ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილი. არის ზედა ნაწილი აგურით ნაშენი, ერთმანეთზე გადაბმული თაღებით გვხვდება. ეკლესიის უდიდესი ნაწილის აღდგენა ვერ ხერხდება.

ლიტერატურა

რედაქტირება