ბაკურციხის სამაროვანი

ბაკურციხის სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის სამხრეთ ნაწილში, ქუმსიაშვილების კარ-მიდამოში. განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვით II და I ათსაწლეულის მიჯნას. 1962 წელს სამაროვანზე მცირე გათხრები ჩაატარა გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა. ძეგლი დაზიანებულია მის ტერიტორიაზე წარმოებული სამშენებლო სამუშაოების გამო. ორმოსამარხებში აღმოჩნდა ლეგად გამომწვარი თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს მახვილები. ყველა სამარხი ინდივიდუალურია, დამხრობილია ჩრდილო-დასავლეთითან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. მიცვალებულები დასვენებულია მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე ძლიერად მოხრილი კიდურებით, თავით ჩრდილო-დასავლეთისკენ.

ლიტერატურა რედაქტირება