ბაიკალის ცელულოზა-ქაღალდის კომბინატი

ბაიკალის ცელულოზა-ქაღალდის კომბინატი (რუს. Байкальский целлюлозно-бумажный комбинат) — საწარმოო საქმიანობა რუსეთის ქალაქ ბაიკალსკში. მდებარეობს ირკუტსკის ოლქში, ბაიკალის ტბის სანაპიროზე. კომბინატის მშენებლობა დაიწყო 1961 წლის 17 აპრლის. აქციის 49 % ეკუთვნის სახელმწიფოს, ხოლო 51 % საინვესტიციო კომპანია „კონტინენტალინვესტს“.[1] 2008 წლის შემოდგომამდე ძლიერ აბინძურებდა ბაიკალის წყლებს. გრინპისის ცნობით, ბაიკალის ცელულოზა-ქაღალდის კომბინატს ყოველწლიურად ტბაში შეჰქონდა 100 ათ. მ³ ბინძური წყალი.[2]

ბაიკალის ცელულოზა-ქაღალდის კომბინატი. საერთო ხედი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Анастасия Герасимова. Победа Дерипаски. // Ведомости, 15.07.2011, № 129 (2895). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-25. ციტირების თარიღი: 2011-7-15.
  2. 27 აგვისტო — ბაიკალის დღე