ბაია კვიციანი
ბაია კვიციანი (დ. 12 აპრილი, 1986) — 2024 წლის 30 ნოემბრიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე. 2021-2024 წლებში საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“
ბაია კვიციანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 12 აპრილი, 1986 |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
განათლება
რედაქტირება2007 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, ხელოვნებათმოცდნეობისა და სოციალური მეცნიერებების სპეციალობით.
2014 წელს რეჯენტსის უნივერსიტეტში, ლონდონის ევროპის ბიზნეს სკოლის მიერ მიენიჭა მაგისტრის ხარისხი (MA) მენეჯმენტში ადამიანური რესურსების განხრით (European Business School (EBS), Regents University, London, UK).
სამუშაო გამოცდილება
რედაქტირება2021 – 2024 წლებში საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
- ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე;
- კულტურის კომიტეტის წევრი;
- გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი.
2020 წლიდან მულტიდისციპლინარული ხელოვნების მენეჯმენტის პლატფორმა „ედუკოს“ დამფუძნებელი/არტ მენეჯერი, პლატფორმა მხარს უჭერს სახელოვნებო ინოვაციასა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას.
2018-2019 წლებში ბრიტანეთის საბჭოს (British Council) - დიდი ბრიტანეთის/საქართველოს სეზონი 2019: ახალი ჰორიზონტის ახალგაზრდული ბორდის წევრი.
2016-2018 წლებში იყო კომპანია “დალოოდის” გენერალური დირექტორი.
2016 წელს მუშაობდა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ადამიანური რესურსების მართვის შტატგარეშე კონსულტანტად.
2010-2011 წლებში იყო თბილისის მე-9 საჯარო სკოლის ხელოვნების ისტორიის მასწავლებელი.
2010-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სპეციალისტად.
2007-2008 წლებში იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბაია კვიციანი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ბაია კვიციანი - საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალური საიტი