ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი (ბნსუ) — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში (პროფესიული განათლება, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა); აკრედიტებული და ავტორიზებული დარგობრივი საგანმანათლებლო ცენტრი[2].

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი
ლათ. Batumi Navigation Teaching University
დევიზი უზრუნველყავი შენი მომავალი, ისწავლე ჩვენთან
დაფუძნდა 1998 წელს
ტიპი კერძო
თანამშრომელი 106
რექტორი პარმენ ხვედელიძე [1]
კანცლერი ლალი ხვედელიძე
დეკანები ეკატერინე მუსხაჯბა, ქეთევან გოლეთიანი
სტუდენტი 1050
მისამართი ბათუმი, თამარ მეფის გამზ. 38, 6010
ქალაქი ბათუმი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტელეფონი +995 (422) 29 25 25
www.bntu.edu.ge

აღიარებები

რედაქტირება
  • საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო[3].
  • საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხობის სააგენტო (EMSA)
  • პანამის საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო
  • ჰონდურასის საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო
  • ISO ხარისხის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი ISO 9001:2015

ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები

რედაქტირება
  • საზღვაო-საინჟირო ფაკულტეტი
  • ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტი
  • პროფესიული განათლების დეპარტამენტი
  • საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი

საგანმანათლებლო პროგრამები

რედაქტირება
  • გემის მექანიკა
  • საზღვაო ნავიგაცია
  • საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა
  • სატრანსპორტო ლოგისტიკა
  • საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია — გემბანის რიგითი მეზღვაური;
  • გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია — გემის სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური
  • საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა — ელექტროობა.

ბნსუ-ს საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი

რედაქტირება

„საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი“ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია. ცენტრი ახორციელებს ბნსუს საზღვაო უმაღლესი და პროფესიული საფეხურების სტუდენტებისა და საზღვაო სპეციალისტების (მეზღვაურების) მომზადებას, გადამზადებასა და სერტიფიცირებას „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის STCW 1978 დამატებებით, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

ბნსუ-ს სასწავლო-საწვრთვნელი გემი „ელიტა“

რედაქტირება

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ერთ-ერთ ძირითად საწვრთნელ ბაზას წარმოადგენს სასწავლო-საწვრთნელი გემი „ელიტა“[4].

გემის ტექნიკური მახასიათებლები:

  • ტვირთზიდვა — 100 ტ.
  • წყალწყვა — 200 ტ.
  • სიგრძე — 24 მ.
  • სიგანე — 7 მ.
  • 30 კვ.მ. სასწავლო ფართი
  • ცურავს საქართველოს დროშის ქვეშ

„ელიტა“ განკუთვნილია საწვრთნელი კურსების, სტუდენტთა პრაქტიკული მეცადინეობისა და საწავლო პრაქტიკისათვის და აღჭურვილია თანამედროვე სანავიგაციო ხელსაწყოებითა და მექანიზმებით. პრაქტიკულ კურსებს გემზე ხელმძღვანელობენ გემის კაპიტანი და უფროსი მექანიკოსი.

სასწავლო-საწვრთნელ გემ „ელიტაზე“ ბნსუ-ს საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი ახორცილებს „გემზე სიცოცხლისუნარიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის“ წვრთნებს.

ბნსუ-ს სამეცნიერო გამოცემა

რედაქტირება

საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი ,,ინოვაციური ეკონომიკა და მართვა’’, წარმოადგენს ა(ა)იპ ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივ გამოცემას, რომელშიც ქვეყნდება ქართველი და უცხოელი ავტორების სამეცნიერო სტატიები ინოვაციური ეკონომიკისა და მართვის აქტუალურ საკითხებზე.

ჟურნალი „ინოვაციური ეკონომიკა და მართვის“ პირველი ნომერი გამოიცა 2016 წლის მაისში. ჟურნალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო გრიფი ISSN 2449-2418 (ბეჭდური) და ISSN 2449-2604 (ონლაინი)[5].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება