ბავშვზე ორიენტირებული მეტყველება
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ბავშვზე ორიენტირებული მეტყველება}} |
ბავშვზე ორიენტირებული მეტყველება (ინგლ. CDS - "Child-directed speech")- მეტყველბის სტილი, რომელსაც ხშირად იყენებენ მოზრდილები მცირეწლოვან ბავშვებთან საუბრისას. ახასიათებს შემოკლებილი წინადადებები, გამარტივებული გრამატიკა,შეზღუდული ლექსიკა, ნელი მეტყველება მრავალი გამეორებით, შემცირებული და რედუპლიკაციური სიტყვებით (მაგ. ძაღლი ,,ცუგა“ ; კატა ,, ფისო“;ქათამი ,,კო-კო“;) ხშირად, შედარებით გადაჭარბებული ტონით საუბარი ბავშვებთან, რომელიც სრულდება შეკითხვით. მას ხშირად უწოდებენ, ბავშვებზე ორიენტირებულ მეტყველებას დედებისთვის, (თუმცა სხვა მოზრდილებიც იყენებენ საუბრის ასეთ მანერას).
ზოგადი მიმოხილვა
რედაქტირება(CDS) ბავშვზე ორიენტირებულ მეტყველებას წლების განმავლობაში მოიხსენიებდნენ სხვადასხვანაირად; მაგ ბავშვების ენა, დედის სამეტყველო ენა, ბავშვებზე ორიენტირებულ ენა (CDL); მაგრამ ეს ტერმინები დროთა განმავლობაში გაქრა გენდერული სტერეოტიპების გამო, რადგან საუბრის მსგავს ტაქტიკას დედების გარდა იყენებენ სხვა აღმზრდელებიც, ბავშვთან ურთიერთობის დროს, შესაბამისად, ტერმინმა დაიმკვიდრა სახელი-ბავშვზე ორიენტირებული მეტყველება. მცირეწლოვან ბავშვთან კომუნიკაციის დროს, საუბრის მანერა შედარებით შენელებულია, პაუზების მეტი რაოდენობით, წინადადებები კი მოკლე და გრამატიკულად გამარტივებულია, ხშირად მეორდება.
ბავშვზე ორიენტირებული მეტყველების მახასიათებლები
რედაქტირებაყველასთვის ცნობილია რომ უფროსები ჩვილებან საუბრისას იყენებენ ინტონაციის განსხვავებულ ფორმას რომელიც ჩვეულებრივი სასაუბრო ენისგან საკმაოდ განსხვავდება (იხ. Slobin, 1967; drach 1969;) თუ დავაკვირდებით ბავშვებზე ორინტირებული მეტყველება ეს არის ადამიანის არაცნობიერი ქმედება რომელსაც მოზარდები ხშირად მიმართავენ ბავშვთან ურთიერთობისას. გამოკვლევებისას დადგინდა რომ სხვადასხვა კულტურაში არსებობს ბავშვთან საუბრის სხვადასხვა ფორმა (მაგ;(Kuhl, Andruski, Chistovich, Chistovich, Kozhevnikova, Ryskina, Stolyarova, Sundberg and Lacerda, 1997). ბავშვზე ორიენტირებული მეტყველების რომედენიმე ეტაპიდან გამოყოფენ მეტყველებას:
- ბავშის დაბადების დღიდან- როდესაც აღმზრდელი მას ესაუბრება მონოლოგის პრინციპით, რომელიც განპირობებულია ბავშვის ყურადღების მიქცევით ან მისი მცირედი ჩართულობით.სხეულის ენის საშუალები (კინეტიკა)განსაკუთრებით სახის მოძრაობით, ჩვილების ყურადღების ეფექტურად შესანარჩუნებლად. რაც უფრო პატარაა ბავშვი მით უფრო გაზვიადებულია მოზრდილის CDS-ი.
- თვრამეტი თვის ასაკიდან -როდესაც ბავშვთან კონტაქტი ხდება შედარებით გამარტივებული გრამატიკით, თემები როგორც წესი შემოიფარგლება კონკრეტული ცნებებით ; მაგ. იმაზე საუბრით რასაც იმ წუთას აკეთებს ან უყურებს ბავშვი.
- ორის წლის ზემოთ ასაკის ბავშები- იმეორებენ აღმზრდელისგან მოსმენილ ფრაზებს. იყენებენ ინტონაციას საუბრის დროს.
CDS-ის ძირითადი ვიზუალური ასპექტია ტუჩების მოძრაობა, პირის ფართოდ გახსნა, მაღალი ტონალობის განმეორებითი ბგერების გამოთქმა. გამოკვლევების თანახმად CDS -ის დროს ტუჩების უფრო ფართოდ გახნსით ჩვილებს უკეთ შეუძლიათ გაითვალისწინონ გადმოცემული შეტყობინება გაძლიერებული ვიზუალური მინიშნებების გამო. მოზარდს CDS-ის მიხედვით შეუძლია დაადგინოს უფროსების დამოკიდებულება, თუ რამდენად პოზიტიურად არიან განწყობილები ჩვილის მიმართ.
CDS-ის დადებითი და უარყოფითი მხარეები
რედაქტირებაგამოლვლევებმა აჩვენეს რომ ჩვილ ბავშვებს ჩვეულებრივ სამეტყველო ენასთან შედარებით უფრო მოსწონთ როდესაც ესაუბრებიან CDS-ით. მკვლევარები თვლიან, რომ CDS-ი წარმოადგენს ბავშვებისა და მშობლების ემოციურ კავშირს და ეხმარება მათ განვითარებში . Carnegie Mellon-ისა და Wisconsin-ის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ,,ბავშვების ენის“ გამოყენება უფრო სწრაფად უწყობს ხელს მოზარდებს საუბრის დაწყებაში. CDS-ის დროს ბავშვები უფროსებისგან სწავლობენ ემოციების გარჩევას, საუბრის ეს მანერა ჩვილებისთვის ასოცირდება პოზიტიურ მიმიკებთან, შესაბამისად უფრო მეტად რეაგირებენ ღიმილზე. მიუხედავად დადებითი თვისებებისა , ბავებზე ორიენტირებულ მეტყველებას აქვს უარყოფითი მხარეც. ჩვილები ცხოვრების პირველ ეტაპს იწყებენ ენის ცოდნის გარეშე. ისინი დროთა განმავლობაში ცდილობენ დააკავშირონ სიტყვები სხვადასხვა ნივთებს, ხშირად სანამ სრულყოფილად დაიწყებენ საუბარს ეუფლებიან ენას შეცდომით. ეს "ცდა და შეცდომა" გვიჩვენებს, რომ სწავლების ეტაპი მიმდინარეობს, თუმცა ფონოლოგიური განვითარება დამოკიდებულია ბგერის წარმოების ფიზიკურ უნარზე. ზოგიერთ ფონოლოგიურ შეცდომას, რომელსაც ბავშვები უშვებენ ხშირად იფარება სხვადასხვა სიტყვებში მაგ; ვაშ(ს)ლი; შაქარ(ლ)ი.
ენის ათვისების ფაქტორები
რედაქტირებაბაშვებში ენის ათვისებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს მათ შორის გამოიყოფა სამი: ბიოლოგიური, კოგნიტური და სოცილაური ფაქტორები.
ბიოლოგიური ფაქტორი
რედაქტირებაადამიანის ორგანიზმი დაბადების მომენტში აღჭურვილია ტვინის ნერვული უჯრედებით, დაბადების შემდეგ იწყება უჯრედების განვითარება , რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის მახსოვრობის უნარსა და მეტყველებაზე.
ახალშობილის ნერვული უჯრედების რაოდენობა შედარებით ნაკლებია სწორედ ამიტომაა, რომ სამ წლამდე ბავშვებს არ ახსოვთ რა შეემთხვათ ადრეულ ასაკში, ოთხი წლის ასაკიდან კი უკვე ამახსოვრდებათ.ფროიდი ამ მოვლენას ,,ბავშვურ ამნეზიად“ მოიხსენიებს. რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანის ორგანიზმი, მით უფრო მარტივად იმახსოვრებს მოვლენებს და შეუძლია გარკვეული დროის შემდეგ მისი გახსნება, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად ნერვული უჯრედების რაოდენობა მცირდება ამიტომ დამახსოვრების უნარიც იკლებს. სწორედ ამიტომ ტვინის ოპტიმალური განვითარებისთვის ბავშვის პირველ წლებს ენიჭება უპირატესობა. სწორედ ამ დროს არის საჭირო ახალშობილის მიმართ განსაკუთრებული სითბო და ყურადღება.
კოგნიტური ფაქტორები
რედაქტირებაკოგნიტურ ფაქტორს განეკუთვნება ბავშვის უნარი , გაარჩიოს ვერბალური და არავერბალური ხმები, აღიქვას ენობრივი მასალა , რაც გულისხმობს გარკვეული ნიშნების მიხედვით ენობრივი ნაკადის სეგმენტირებას. ბავშვის კოგნიტურ უნარებს შორის, რომლებიც მონაწილეობენ ენის ათვისების პროცესში, გამოყოფებ ოთხ უნარს:
- იმიტირების უნარი- უფროსთა მეტყველების იმიტაცია.
- სტრუქტურირების უნარი- ბავშვის მიერ აღქმული გამონათქვამების სხვადასხვა დონეზე ორგანიზება.
- ვარჯიშის უნარი- ბავშვები ხშირად იმეორებენ ამა თუ იმ ბგერებს, თითქოს ვარჯიშობენ და ცდილობენ მათ სწორად გამოთქმას.
- გამოხატვის უნარი-დაკავშირებულია სინტაქსური კონსტრუქციების ათვისებასთან , ამ შემთხვევაში შეუძლია ბავშვს მიაღწიოს თავის კომუნიკაციურ მიზნებს.
სოციალური ფაქტორი
რედაქტირებაენის ათვისების პროცესში მოზარდისთვის სოციუმის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვი ენას სწავლობს მის გარშემო არსებულთა მეტყველების უშუალო გავლენით.
ინგლისელი სოციოლოგი ბერშტაინი (Bernstein 1958; 1962; 1964) მიიჩნევდა, რომ ის სოციალური გარემო რომელშიც ბავშვი იზრდება მის ენობრივ ქცევას განსაზღვრავს. ბერშტაინის მიხედვით, თანამედროვე საზოგადოება იერარქიულად არის აგებული, რაც გამოწვეულია სამუშაოს ართანაბარი განაწილებით. იდუსტრიულ საზოგადოებაში გამოყოფდა ორ დიდ ფენას: ქვედა (მშრომელთა) ფენას და საშუალო ფენას. ამ ფენებს ყოფდა განათლების სხვადასხვა დონის მიხედვით. ამ დაყოფის მიხედვით ქვედა ფენის ბავშვებს უფრო ღარიბი ლექსიკა აქვთ და მეტ გრამატიკულ შეცდომებს უშვებენ, რაც განპირობებულია ოჯახური ურთიერთობებით, რომელიც ძირითადად ქვედა დონეზე არ განისაზღვრება ფართო ლექსიკით და დიალოგების სიმრავლით.
საშუალო ფენის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ უფრო რაციონალური გადაწყვეტილებებით. მათი მეტყველება უფრო მოქნილი და მდიდარია. ისნი შედარებით უფრო ნაკლებ შეცდომებს უშვებენ საუბრის დროს და ფლობენ სიტყვების უფრო მეტ მარაგს.
დაბალი ფენის ბავშვებში საუბრის დროს მეტია ჟარგონიზმი ხოლო საშუალო ფენის მოზარდებში უფრო ხშირად ვხვდებით ფუფუნების საგნების აღმნიშვნელ სიტყვებს. მიუხედავად ამისა რთულია განისაზღვროს, რამდენად განსაზღვრავს სოციალური გარემო ბავშვის ენობრივ ქცევას. იდნივიდის მეტყველების თავისებურებები კი შეიძლება განპრობებული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით: აღზრდით, სკოლით, მეგობრების წრით და სხვა.
გამოყენებული მასალა
რედაქტირება- A Dictionary of Psychology (3 ed.) Andrew M. Colman
- Wray, A., Bloomer, A. Projects in Linguistics
- Sundberg and Lacerda, 1997
- https://eibalance.com/2013/05/03/kuhl-constructs-how-babies-form-foundations-for-language/
- https://en.wikipedia.org/wiki/Baby_talk
- http://hstrial-jzadina.homestead.com/Cross-language_Analysis_of_Phonetic_Units_in_Language_Addressed_to_Infants.pdf