ბავარები
ბავარები — გერმანული ტომი. ვარაუდით წარმოშობილია მარკომანებისა და სხვა დასავლეთ გერმანული ტომების შედეგად. VI საუკუნის შუა ხანებიდან ბავარებმა დაიკავეს რომის ყოფილი პროვინციების — ნორიკუმისა და რეციის ტერიტორიები; დასახლდნენ თანამედროვე ზემო ავსტრიის, ნაწილობრივ ტიროლის ტერიტორიებზე. VII-VIII საუკუნების ბოლოს ბავარების საზოგადოების წყობილების შესწავლის წყაროა „ბავართა სამართალი“. ბავარების ტომი გერმანული და ავსტრიული ხალხის ეთნობრივი კომპონენტია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 138.