გივი ბაგრატიშვილი
გივი დავითის ძე ბაგრატიშვილი (დ. 1 სექტემბერი, 1928, თბილისი — გ. 7 დეკემბერი, 1990, იქვე) — ქართველი ქიმიკოსი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი (1985). პ. მელიქიშვილის (1965) და დ. მენდელეევის (1981) სახელობის პრემიების დაურეატი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი (1994, სიკვდილის შემდეგ).
გივი ბაგრატიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1 სექტემბერი, 1928 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 7 დეკემბერი, 1990 (62 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | ქიმიკოსი |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1950 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1956-1966 იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1966-1974 — ნახევრად გამტარულ ხელსაწყოთა ფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე. 1974-1990 მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში განყოფილების გამგედ. ბაგრატიშვილის ძირითადი შრომები ეხება ნახევრად გამტარებისა და დიალექტული აფსკების გამყოფ საზღვარზე მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიურ პროცესებს. დაამუშავა ახალი ტიპის დიალექტრული აფსკების მიღების ტექნოლოგია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 322.