ნიკო ბაგრატიონი

(გადამისამართდა გვერდიდან ბაგრატიონი, ნიკო)
ტერმინს „ბაგრატიონი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბაგრატიონი.

ნიკო გიორგის ძე ბაგრატიონი, ნიკო ბური (დ. 1868, მუხრანი — გ. 1933, თბილისი) — ინგლისელებისა და ბურების ომის (1899-1902) აქტიური მონაწილე.

ნიკო ბაგრატიონ-მუხრანელი (ბური) ზის, მისი მეგობარი ფრანგი დე ბრედა. ინგლისელების ტყვეობიდან ახალგათავისუფლებულები

წარმოშობით ეკუთვნოდა ქართლის ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს. 1899 პეტერბურგს გაემგზავრა, იქიდან — პარიზში, შემდეგ მარსელზე გავლით ალექსანდრიაში (ეგვიპტე) ჩავიდა. იმ ხანებში დაიწყო ინგლის-ბურების ომი. ბაგრატიონი, როგორც მოხალისე, ტრანსვაალში გაემგზავრა და ინგლისელების წინააღმდეგ იბრძოდა. იგი ახლოს გაეცნო ტრანსვაალის პრეზიდენტს პაულუს კრიუგერს, გამოჩენილ სარდლებს პეტრუს ჟუბერსა და ლუის ბოტას. ბურების დამარცხების შემდეგ ბაგრატიონი მონაწილეობდა პარტიზანულ მოძრაობაში. ერთ-ერთი ბრძოლის დროს ინგლისელებმა დაატყვევეს და დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ, როგორც საქართველოს სამეფო გვარის შთამომავალს, დახვრეტა შეუცვალეს წმ. ელენეს კუნძულზე გადასახლებით, საიდანაც იგი ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა. ბაგრატიონმა დაწერა მოგონებების წიგნი "ბურებთან". პირველ ნაწილში აღწერა თავისი ოჯახის თავგადასავალი, XIX საუკუნის II ნახევარში საქართველოს ყოფის ცალკეული სურათები, მეორე, უფრო ვრცელი ნაწილი მიუძღვნა ტრანსვაალის ომს და თავის მონაწილეობას ამ ომში.

საინტერესო ამბები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება