კონსტანტინე ბაგრატიონი
(გადამისამართდა გვერდიდან ბაგრატიონი, კონსტანტინე)
კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი (დ. 15 ოქტომბერი, 1915, პეტერბურგი — გ. 15 აპრილი, 1992, თბილისი) — ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს შთამომავალი. 1921 მისი მშობლები ბათუმიდან ემიგრაციაში წავიდნენ, ჯერ სტამბოლს, შემდეგ კი ვისბადენს (გერმანია) შეაფარეს თავი. 1922-იდან პარიზში ცხოვრობდა, განათლება მიიღო სენ-ჟერმენის კოლეჯსა და ჟანსონდე-სილის ლიცეუმში, შემდეგ სწავლა გააგრძელა პარიზის უნივერსიტეტში. 1953 ცოლად შეირთო საფრანგეთის წარჩინებულთა გვარის წარმომადგენელი მონიკა პაულიაკ-დეფომბელიური, ვისგანაც შეეძინა ორი შვილი, ქეთევანი და ალექსანდრე (დ. 4 აგვისტო, 1956, ტალანსი, საფრანგეთი, განათლებით იურისტი, ცხოვრობს ქ. ბორდოში). 1992 თებერვალში დაბრუნდა საქართველოში. დაკრძალულია სვეტიცხოვლის ტაძარში.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბულაძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 320, თბ., 1997