ბაბუშარის წყაბას კოშკი
ბაბუშარის წყაბას კოშკი — ციხესიმაგრე სოფელ ბაბუშარაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო.
ციხე აგებულია XVI-XVII საუკუნეებში.
ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც კოშკის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.
2019 წლის ივლისში ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა[1].