პაპა ელიოტი
(გადამისამართდა გვერდიდან ბაბუა ელიოტი)
პაპა ელიოტი (ინგლ. Grandpa Elliott, Elliot Smal; დ. 10 ივლისი, 1945 — გ. 8 მარტი, 2022) — ამერიკელი ქუჩის მუსიკოსი, რომელიც მღეროდა ნიუ-ორლეანში, ლუიზიანაში და უკრავდა ჰარმონიკაზე. მისი დებიუტი შედგა სერიალ „Playing for Change“-ში, სიმღერით „Stand by Me“.[2] იგი ასევე მონაწილეობდა გადაცემებში The Tonight Show[3] და The Colbert Report.
პაპა ელიოტი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც | Elliott Small |
დაბ. თარიღი | 10 ივლისი, 1945 |
დაბ. ადგილი | ახალი ორლეანი |
გარდ. თარიღი | 8 მარტი, 2022[1] (77 წლის) |
გარდ. ადგილი | Jefferson |
საქმიანობა | ქუჩის მუსიკოსი, მომღერალი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, ჰარმონიკა |
პაპა ელიოტი ვიკისაწყობში |
1960-იან წლებში ნიუ-იორკიდან ნიუ-ორლეანში, ბავშვობის ქალაქში დაბრუნების შემდეგ ქუჩის სახედ იქცა. როიალ სტრიტზე და ჯექსონ-სკვერზე გამოსვლების გარდა ცნობილია მისი გამოსვლა ლოს-ანჯელესში (კალიფორნია), სადაც მან 40000 მსმენელის წინაშე ჰარმონიკაზე შეასრულა აშშ-ის ჰიმნი „Star Spangled Banner“ და „God Bless America“. მისი სადებიუტო სოლო-ალბომი Sugar Sweet გამოიცა 2009 წლის 3 ნოემბერს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 'Grandpa' Elliott Small, long-standing French Quarter musician, has died
- ↑ Playing For Change - Grandpa Elliot. Playing For Change. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-27. ციტირების თარიღი: 2009-10-27.
- ↑ Beninato, Karen. (2009-04-14) The Tonight Show Features Grandpa Elliott. Exiled on Main Street. New Orleans Net LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-24. ციტირების თარიღი: 2009-10-27.