ბაბანეურის წამებულის ეკლესია
ბაბანეურის წამებულის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურში. დგას სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 300 მეტრზე. თარიღდება XIX საუკუნით.
ეკლესია დარბაზულია (4,15 X 3,1 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. 1980 წელს სოფელს ეკლესია შეუკეთებია: დანგრეული კედლები აღუდგენიათ და შიგნიდან და გარედან ცემენტის ხსნარით შეულესავთ. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი შიგნიდან სწორკუთხაა, რომელსაც გარედან ორფერდა გადახურვა აქვს. საკურთხეველი სწორკუთხაა, დარბაზისაგან არ არის გამოყოფილი და მასთან ერთად გადახურულია საკმაოდ ტლანქი კამარით, რომელსაც თითქმის სწორი გვერდები აქვს. საკურთხეველში და დასავლეთ კედელში თითო პატარა სარკმელია გაჭრილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭინჭარაძე დ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 67.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6633