აჰმეთ ჰაქანი
აჰმეთ ჰაქან ჯოშქუნი (თურქ. Ahmet Hakan Coşkun; დ. 11 აგვისტო, 1967, სორგუნი, იოზგათი, თურქეთი) — თურქი ჟურნალისტი და წამყვანი. დღეისთვის მუშაობს გაზეთ Hürriyet-ში, CNN Türk-სა და Kanal D-ში.
აჰმეთ ჰაქანი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Ahmet Hakan |
დაბადების სახელი | აჰმეთ ჰაქან ჯოშქუნი |
დაბადების თარიღი |
11 აგვისტო, 1967 სორგუნი, იოზგათი, თურქეთი |
ეროვნება | თურქი |
მოქალაქეობა | თურქეთი |
ალმა-მატერი | ულუდაღის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ჟურნალისტი, მწერალი და წამყვანი |
დამსაქმებელი | Kanal D, CNN Türk |
ბიოგრაფია
რედაქტირებააჰმეთ ჰაქანი 1967 წლის 11 აგვისტოს, იოზგათის სორგუნის რაიონში დაიბადა. მამამისის სამსახურის გამო, ჰაქანი ანატოლიის სხვადასხვა ქალაქები მოიარა. ბავშვობა აღრის, ამასიის, ჩანაქკალესა და ბალიქესირის პროვინციებში გაატარა. დაამთავრა იმამ ჰათიფის ლიცეუმი. გარკვეული დრო სწავლობდა ულუდაღის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე. შემდეგ კი სწავლა სტამბოლში გააგრძელა. გარკვეული დრო იყო გაზეთ „ბუიუქჩექმეჯე ჰიურბაქიშ“-ის გამოცემის და ახალი ამბების ხელმძღვანელი.
უნივერსიტეტში სწავლის დროს დაწერა რამდენიმე ნაწარმოები, საიდანაც რამდენიმე „იედი იქლიმი“-ს ჟურნალში დაიბეჭდა. 1993-1994 წლებში, როგორც ჟურნალისტი ტელეარხ TGRT-ში მუშაობდა, სადაც პროგრამა „იანქი“-ს (თურქ. Yankı) ჯგუფში მუშაობდა. Kanal 7-ის დაფუძნებისას, ჰაქანმა არხის გენერალურ დირექტორთან კავშირი დაამყარა და არხის პერსონალის შემადგენლობაში შევიდა. გარკვეული დრო არხის ჟურნალისტად მუშაობის შემდეგ, 1995-2003 წლებში, Kanal 7 ახალი ამბების სააგენტოს ხელმძღვანელად და სპიკერად იმუშავა. 2004 წელს, Kanal 7-თან უთანხმოების გამო, დატოვა არხი. საგაზეთო კუთხის მწერლობა პირველად გაზეთ „Yeni Şafak“ დაიწყო. შემდეგ მუშაობდა გაზეთ Sabah-ში, ხოლო ამჟამად მუშაობს გაზეთ Hürriyet-ში. ტელეარხ CNN Türk-ზე გადაცემა „ნეიტრალური მხარე“-ის (თურქ. Tarafsız Bölge) წამყვანია. 2017 წლის 16 იანვრიდან, ტელეარხ Kanal D ახალი ამბების წამყვანი და არხის ახალი ამბების სააგენტოს ხელმძღვანელია.[1]
ტელეარხები
რედაქტირებაწიგნები
რედაქტირება- ნარკვევი
- 1997: „სამოქალაქო, აუტანელი გული“ (Sivil, Dayanılmaz Bir Yürek)
- კრებული
- „მეჰმეთ ეიმური: ბანდები, მაფია და პოლიტიკა“ (Mehmet Eymür: Çeteler, Mafya ve Siyaset)
- „დენიზ ბაიქალი: რესპუბლიკური პარტია და ანატოლიური მემარცხენეობა“ (Deniz Baykal: CHP ve Anadolu Solu)
- „აჰმეთ ქაბაქლი: რატომ ნაციონალისტობა?“ (Ahmet Kabaklı: Neden Milliyetçilik?)
- „იაშარ ნური იოზთურქი: ყურანის სახელით ვსაუბრობ“ (Yaşar Nuri Öztürk: Kur'an Adına Konuşuyorum)
- „ორჰან ფამუქი: წითელი და თოვლი“ (Orhan Pamuk: Kırmızı ve Kar)
- „ოქტაი სინანოღლუ: ერთი თურქი გენიოსი“ (Oktay Sinanoğlu: Bir Türk Dehası)
- „ორჰან გენჯებაი: გთხოვ შემიყვარო“ (Orhan Gencebay: Ne Olur Sev Beni)
- „ვედათ თიურქალი: რატომ გავხდი კომუნისტი?“ (Vedat Türkali: Niçin Komünist Oldum?)
- „ალი ბულაჩთან ერთად ისლამიზმზე საუბარი“ (Ali Bulaç ile İslamcılık Üzerine)