აჰმედ ხელის ბრძოლა
აჰმედ ხელის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ინგლის-ავღანეთის მეორე ომის ნაწილი | |||
თარიღი | 19 აპრილი 1880 | ||
მდებარეობა | აჰმედ ხელი ავღანეთის საამირო | ||
შედეგი | დიდი ბრიტანეთის გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
აჰმედ ხელის ბრძოლა ვიკისაწყობში |
აჰმედ ხელის ბრძოლა (ინგლ. Battle of Ahmed Khel) — ინგლის-ავღანეთის მეორე ომის ერთ-ერთი ბრძოლა, რომელიც გაიმართა 1880 წლის 19 აპრილს ავღანეთის ცენტრალურ გზაზე ყანდაარიდან ქაბულამდე. შეიარაღებული ავღანური ტომები თავს დაესხნენ ბრიტანული არმიის კოლონას. შეტაკება მოხდა ავღანურ ტომებსა და როგორც ბრიტანეთის, ასევე ინდოეთის არმიის ძალებს შორის.[1]
1880 წლის მარტში გენერალ-ლეიტენანტმა დონალდ სტიუარტმა დატოვა ყანდაარი და 7200 კაციანი რაზმით ქაბულისკენ გაემართა გენერალ ფრედერიკ სლეი რობერტსის რაზმის გასაძლიერებლად. მოგზაურობის დროს ქვეყანა ძირითადად დაცარიელებული იყო, რაც ართულებდა ჯარების მომარაგებას, ხოლო კოლონას მიჰყვებოდნენ ავღანელთა ტომები. დონალდ სტიუარტს მოუწია უდაბნოზე გავლა.სოფელ აჰმედ ხელთან, რომელიც მდებარეობდა ღაზნიდან 23 კილომეტრში, ავღანელები თავს დაესხნენ ბრიტანელებს, მაგრამ სასტიკი ბრძოლის შემდეგ უკან დაიხიეს. მათ დაკარგეს 2-3 ათასი მებრძოლი, ხოლო ბრიტანული არმიის დანაკარგი მხოლოდ 17 ჯარისკაცს შეადგენდა. მეორე დღეს სტიუარტი ღაზნიში შევიდა. გამარჯვებამ გააძლიერა ბრიტანეთის პოზიციები ავღანეთში და გენერალმა რობერტსი ამ გამარჯვებას ზალპის გაშვებით მიესალმა. ამ ბრძოლის წყალობით რამდენიმე თვის შემდეგ, აგვისტოში, ბრიტანულმა არმიამ მოახერხა ქაბულიდან ალყაში მოქცეული ყანდაარის დასახმარება დანაკარგების გარეშე. [2]
წინაისტორია
რედაქტირება1880 წლის იანვარში ბრიტანეთის სარდლობამ დაიწყო მზადება ავღანეთის საგაზაფხულო კამპანიისთვის. გეგმის მიხედვით, გენერალ სტიუარტის ბენგალური ბრიგადები უნდა გადასულიყო ყანდაარიდან ქაბულში, ხოლო ბომბეის ბრიგადები გადასულიყვნენ ინდოეთიდან და დაეკავებინათ მათი ადგილი. სტიუარტს უნდა გაევლო კალატი და ღაზნი, სადაც მანამდე ბრიტანული არმია ჯერ არ იყო ნამყოფი და სადაც 1879 წლის დეკემბერში დაწყებული აჯანყება ჯერ არ ჩამქრალიყო. სტიუარტი დათანხმდა ამ გეგმას, თუმცა განაცხადა, ბომბეის ქვედანაყოფების გამოჩენამდე, კონკრეტულად 21 მარტამდე ვერ ჩავიდოდა.[3]
სტიუარტი ქაბულიდან 1880 წლის მარტის ბოლოს გაემგზავრა. მის განკარგულებაში იყო 7249 ბრიტანელი და ინდოელი ჯარისკაცი, 7273 მშვიდობიანი მოქალაქე და 11069 ცხოველი. ევროპული პოლკებისთვის გათვალისწინებული იყო ორთვიანი საკვების და 10 დღის შეშის მარაგი, ხოლო ინდოეთის ქვედანაყოფებისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მხოლოდ 7 დღის მარაგი. მთელი ჯარი სამ ნაწილად გაიყო. მცირე ნაწილი მიდიოდა მდინარე ტარნაკის მარცხენა სანაპიროზე, ხოლო დიდი ნაწილი იყოფოდა ორ ბრიგადად, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით მიდიოდნენ იმავე მდინარის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ ფეხით სავალ მანძილზე. პირველი რაზმი 27 მარტს დაიძრა გენერალ ბარტერის მეთაურობით, 30 მარტს პალისიერის ბრიგადამ დაიწყო ლაშქრობა, ხოლო 31 მარტს — ჰიუჯესის ბრიგადამ. სტიუარტი და მისი შტაბი პალისიერის ბრიგადას გაჰყვნენ. 7 აპრილს ბარტერის რაზმი კალატში შევიდა, 8 აპრილს მას დაეწივნენ პალისიერი და სტიუარტი.[4][5]
სტიუარტის დივიზია
რედაქტირებაბარტერის რაზმის მთავარ დივიზიონთან შეერთების და მრავალი გადაადგილების შემდეგ, გენერალ სტიუარტის არმიამ 19 აპრილის დილისთვის მიიღო შემდეგი სახე:
- ავანგარდი გენერალ პელისიერის მეთაურობით:
- სამეფო საცხენოსნო არტილერია, ექვსი 9-ფუნტიანი იარაღი (მეთაური: მაიორი ვარტერი)
- მე-19 ბენგალური პოკი 300 ხმალი, (მეთაური: პოლკოვნიკი იორკი)
- მე-19 პენჯაბის ქვეითი პოლკი, 470 ხიშტი (მეთაური: ლეიტენანტი პოლკოვნიკი კოპლენდი)
- მე-4 ასეული (მეთაური: ლეიტენანტი ჰასლეტი
- მე-10 ასეული (მეთაური: კაპიტანი ბრაუნი)
- დივიზიის შტაბი ესკორტით:
- გენერალ ჰიუზის მე-2 ბრიგადა
- სამეფო არტილერია, ექვსი 9-ფუნტიანი იარაღი (მეთაური: მაიორი კემპბელი)
- სამეფო არტილერია, 4 მძიმე იარაღი (მეთაური: მაიორი ტილარდი)
- მე-2 პენჯაბის საკავალერიო პოლკი, 349 ხიშტი (მეთაური: პოლკოვნიკი კენედი)
- 59-ე ქვეითი პოლკი, 436 ხიშტი (მეთაური: პოლკოვნიკი ლასი)
- მე-3 გურხის მსროლელთა პოლკი, 289 ქვეითი (მეთაური: ლეიტენანტი პოლკოვნიკი ლისტერი)
- მე-2 სიქების ქვეითი პოლკი, 367 ხიშტი (მეთაური: ვიცე-პოლკოვნიკი ბოსველი)
- გენერალ ბარტერის 1-ლი ბრიგადა
- სამეფო არტილერია, ექვსი 7-ფუნტიანი მთის იარაღი (მეთაური: მაიორი ჰარისი)
- 1-ლი საკავალერიო პოლკი (პენჯაბის სასაზღვრო ჯარები), 316 ხიშტი (მეთაური: ლეიტენანტი პოლკოვნიკი მაკლინი)
- მე-2 ბატალიონი, 60-ე ქვეითი პოლკი, 443 ხიშტი (მეთაური: ლეიტენანტი პოლკოვნიკი კოლინზი)
- მე-15 ბომბეის ადგილობრივი ქვეითი, 570 კაცი (მეთაური: ლეიტენანტი პოლკოვნიკი ჰენესი)
- 25-ე (პენჯაბური) ბენგალური მშობლიური ქვეითი პოლკი[en], 380 ხიშტი (მეთაური: პოლკოვნიკი ჰოგანი)
ლიტერატურა
რედაქტირება- Forbes, Archibald. The Afghan Wars, 1839-42 and 1879-80 — London: Seeley, 1892. — 337 p.
- Hanna, Henry Bathurst. The Second Afghan War Vol.3. — London: Constable&Co.LTD, 1910. — 602 с.
- Harrington, Peter. British Artists and War: The Face of Battle in Paintings and Prints 1700-1914 . — London: Greenhill Books/Lionel Leventhal, 1993. — ISBN 978-1-85367-157-9.
- Robson, Brian. The Road to Kabul: The Second Afghan War, 1878-1881 . — Stroud: Spellmount, imprint of The History Press , 1986. — ISBN 978-1-86227-416-7.
- Roberts, Earl Frederick Sleigh Roberts. Forty-one Years in India: From Subaltern to Commander-in-chief . — Asian Educational Services, 2005. — 601 p. — ISBN 9788120612624.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ MacGregor, Sir Charles Metcalfe (1908). The second Afghan war, 1878-80: official account. J. Murray. Retrieved 4 April 2013.
- ↑ Lieut-Gen Stewart's despatches for Ahmed Khel "No 24869" The London Gazette 30 July 1880 p.4198–4202
- ↑ Roberts, Sir Frederick (1897). Forty-one Years in India. London: Macmillan & Co. p. 463.
- ↑ Robson, Brian (2007). The Road to Kabul: The Second Afghan War 1878-1881. Stroud: Spellmount. pp. 192–197. ISBN 978-1-86227-416-7.
- ↑ Joslin; Litherland; Simpkin (1988). British Battles and Medals. London: Spink. p. 156. ISBN 0-907605-25-7.