აჰმედ მუჰთარ-ფაშა (თურქ. Ahmed Muhtar-paşa, დ. 1 ნოემბერი, 1832 — გ. 21 იანვარი 1919) — მუშირი და ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი.

აჰმედ მუჰთარ-ფაშა
ეროვნება თურქი
დაბადების თარიღი 1 ნოემბერი, 1832
დაბადების ადგილი ბურსა, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 21 იანვარი, 1919 (86 წლის)
გარდაცვალების ადგილი სტამბოლი
კუთვნილება ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
წოდება მუშირი
ბრძოლები/ომები ყირიმის ომი
რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)
ჯილდოები მეჯიდიეს ორდენი, Order of Osmanieh, Imtiyaz Medal, Knight Grand Cross of the Order of St Michael and St George და Knight Grand Cross of the Order of Saints Maurice and Lazarus

დაიბადა ოსმალეთის იმპერიის ქალაქ ბურსაში. დაამთავრა სტამბოლის სამხედრო სასწავლებელი. მან სწრაფად გაითქვა სახელი და მალე სამხედრო სკოლის რექტორი გახდა.

1856 წელს, ყირიმის ომის დროს, იგი გახდა ადიუტანტი. 1862 წელს, მონტენეგროში ბრძოლების დროს, მსახურობდა შტაბის ოფიცრად. 1870-1871 წლებში იემენში აჯანყების ჩახშობაში მონაწილეობდა. 1875 წელს ბოსნია და ჰერცეგოვინაში მომხდარი აჯანყების დროს იყო თურქული ძალების მთავარსარდალი. 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში ხელმძღვანელობდა ბრძოლებს კავკასიის ფრონტზე, ერზურუმში. იგი სასტიკად დამარცხდა ავლიარ-ალაჯისა და დევე-ბოინუს ბრძოლებში, მაგრამ მაინც მოახერხა ერზურუმის შენარჩუნება.

მიუხედავად იმისა, რომ ოსმალეთმა ეს ომი წააგო, აჰმედ მუჰთარ-ფაშა მაინც ახერხებდა რუსეთის ჯარისთის ზიანის მიყენებას. ამის გამო იგი დაჯილდოვდა წოდებით „ღაზი“ (გამარჯვებათა მომტანი). 1879 წელს ის საბერძნეთის საზღვარზე ოსმალეთის ჯარების მეთაური გახდა. 1885 წელს გაგზავნეს ეგვიპტეში, ოსმალეთის უმაღლეს კომისრად. გაწეული სამსახურისთვის 1912 წლის ივლისში იგი დიდ ვეზირად დაინიშნა, მაგრამ იმავე წლის 29 ოქტომბერს იძულებული გახდა გადამდგარიყო, რადგან ბალკანეთის პირველი ომის დაწყებამ ოსმალეთის იმპერიის სამხედრო მოქმედებებისთვის სრული მოუმზადებლობა აჩვენა.

აჰმედ მუჰთარ-ფაშა გარდაიცვალა 1919 წელს, სტამბოლში, 79 წლის ასაკში. მისი ვაჟი - მაჰმუდ მუჰთარ-ფაშა ოსმალეთის საზღვაო ფლოტის ოფიცერი იყო და რამდენიმეჯერ ეკავა მინისტრის თანამდებობა.

თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ თურქეთის მთავრობამ აჰმედ ფაშას პატივსაცემად საფოსტო მარკა გამოუშვა მისი გამოსახულებით.

ლიტერატურა

რედაქტირება