აჰმედ ალ-მირგანი
აჰმედ ალ-მირგანი (არაბ. أحمد الميرغني; დ. 16 აგვისტო, 1941, ჩრდილოეთი ხარტუმი, სუდანი — გ. 2 ნოემბერი, 2008, ალექსანდრია, ეგვიპტე) — სუდანის პოლიტიკური მოღვაწე. სუდანის პრეზიდენტი 1986-1989 წწ.
აჰმედ ალ-მირგანი | |
სუდანის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 მაისი, 1986 – 30 ივნისი, 1989 | |
წინამორბედი | აბდელ რაჰმან სვარ ალ-დაჰაბი |
მემკვიდრე | ომარ ალ-ბაშირი |
დაბადებული | 16 აგვისტო, 1941 ჩრდილოეთი ხარტუმი, სუდანი |
გარდაცვლილი | 2 ნოემბერი, 2008 ალექსანდრია, ეგვიპტე |
რელიგია | ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1941 წელს. 1986 წელს აირჩიეს სუდანის პრეზიდენტად. 1989 წლის 18 ივნისს გამოცხადდა ანტისახელისუფლებო შეთქმულების შესახებ. მალევე ათობით მაღალი და საშუალო კლასის ოფიცერი დააპატიმრეს. 30 ივნისს ქვეყანაში მოხდა მორიგი სამხედრო გადატრიალება, რომელსაც ბრიგადის გენერალი ომარ ალ-ბაშირი ედგა სათავეში.
აჰმედ ალ-მირგანი გარდაიცვალა 2008 წლის 2 ნოემბერს ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Former Sudan president dies in Egypt დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)