აჰმადუ აჰიჯო
აჰმადუ აჰიჯო (დ.24 აგვისტო, 1924, გარუა, კამერუნი — გ. 30 ნოემბერი, 1989 დაკარი სენეგალი) – კამერუნის სახელმწიფო მოღვაწე, კამერუნის პირველი პრეზიდენტი 1960–1982 წწ.
აჰმადუ აჰიჯო | ||
![]() | ||
კამერუნის 1–ლი პრეზიდენტი | ||
---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
1 იანვარი 1960 – 6 ნოემბერი 1982 | ||
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა | |
მემკვიდრე | პოლ ბიია | |
დაბადებული | 24 აგვისტო 1924 გარუა, კამერუნი | |
გარდაცვლილი | 30 ნოემბერი 1989 დაკარი, სენეგალი | |
ეროვნება | კამერუნელი | |
რელიგია | ისლამი |
ბიოგრაფიარედაქტირება
- 1941 წელი – დაამთავრა იაუნდეს ადმინისტრაციული სკოლა.
- 1947 წლიდან არაერთხელ იყო არჩეული თვითმმართველობის ორგანოებში.
- 1957 წლიდან კამერუნისათვის საშინაო ავტონომიის მინიჭების შემდეგ პრემიერ–მინისტრის მოადგილე.
- 1958 წლიდან პრემიერ–მინისტრი.
- 1960 წლიდან კამერუნის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი
- 1966 წლიდან მმართველი პარტიის კამერუნის ეროვნული კავშირის თავმჯდომარე.
- 1982 წელს გადადგა თანამდებობიდან, მისი პოსტი კი დაიკავა პოლ ბიიამ, კამერუნის პრემიერ–მინისტრმა.
- 1983 წელს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ა. აჰიჯო და პ. ბიია. აჰმადუ აჰიჯო გაიქცა საფრანგეთში. სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა სენეგალში. გარდაიცვალა 1989 წელს სენეგალის დედაქალაქ დაკარში.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- Mamadou Diouf, Les figures du politique en Afrique (1999), page 84 (ფრანგული).
წინამორბედი: |
კამერუნის პრეზიდენტი 1960 – 1982 |
შემდეგი: პოლ ბიია |