აჰმადი (შირვანი)
აჰმად I — მერვე შირვანშაჰი 956-981 წლებში, მეოთხე ლაიზანშაჰი[1], მუჰამედ III-ის შვილი.
აჰმად I | |
---|---|
ლაიზანშაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 948 |
მმართ. დასასრული: | 956 |
წინამორბედი: | მუჰამედ III |
მემკვიდრე: | მუჰამედ IV |
შირვანშაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 956 |
მმართ. დასასრული: | 981 |
წინამორბედი: | მუჰამედ III |
მემკვიდრე: | მუჰამედ IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | ივნისი, 981 |
შვილები: |
მუჰამედ IV; იაზიდ II |
დინასტია: | მაზიადიდები |
მამა: | მუჰამედ III |
რელიგია: | ისლამი |
აჰმად I-მა შირვანშაჰის თანამდებობა 956 წელს, მუჰამედ III-ის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა. პირველი ქმედება, რომელიც მან განახორციელა, ვეზირ იბნ ალ-მარაღის სიკვდილით დასჯა იყო. აჰმადის ძმა — ჰაისამ იბნ მუჰამედი ლაიზანში გაიქცა, ხოლო ბიძაშვილი, აბულ ალ-ჰაისამ იბნ აჰმადი — ბარდაში, სადაც მოულოდნელად გარდაიცვალა.
968 წელს, ჰაისამ იბნ მუჰამედმა, შირვანში სალარიდების უფლებამოსილების დამყარების და შირვანშაჰისთვის ხარკის გადახდის იძულების მიზნით, იბრაჰიმ სალარიდთან ერთად შირვანს შეუტია. მათ მრავალი ქალაქი გაძარცვეს, რომელთა შორის იყო დერბენტი. ამის შემდეგ, ჰაისამ იბნ მუჰამედი ადგილობრივ მმართველებთან ერთად შირვანისკენ გაემართა, მაგრამ იგი დამარცხდა და იძულებული გახდა ტაბასარანში დაბრუნებულიყო.
გარდაცვალება
რედაქტირებააჰმად I-ს შირვანშაჰის თანამდებობა 25 წლის განმავლობაში ეკავა. გარდაიცვალა 981 წელს.
აჰმადის გარდაცვალების შემდეგ, მომდევნო შირვანშაჰი მისი შვილი — მუჰამედი გახდა[2].
ლიტერატურა
რედაქტირება- Минорский В. Ф. История Ширвана и Дербента. — М.,1963.
- Ашурбейли С. Государство Ширваншахов. — Б., 1983.
სქოლიო
რედაქტირებააჰმადი (შირვანი) დაიბადა: უცნობია გარდაიცვალა: 981
| ||
წინამორბედი: მუჰამედ III |
ლაიზანშაჰი 948-956 |
შემდეგი: მუჰამედ IV |
წინამორბედი: მუჰამედ III |
შირვანშაჰი 956-981 |
შემდეგი: მუჰამედ IV |