აჯაფნიაკის რაიონი

აჯაფნიაკის რაიონი (სომხ. Աջափնյակ) — სომხეთის დედაქალაქის, ერევნის თორმეტიდან ერთ-ერთი რაიონი. იგი მდებარეობს ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. 2011 წლის მონაცემებით აჯაფნიაკის რაიონში ცხოვრობს 108 300 ადამიანი. მდებარეობს მდინარე რაზდანის მარჯვენა ნაპირზე.

აჯაფნიაკის რაიონი
Աջափնյակ
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
კოორდინატები 40°11′57″ ჩ. გ. 44°28′14″ ა. გ. / 40.19917° ჩ. გ. 44.47056° ა. გ. / 40.19917; 44.47056
ფართობი 25 კმ²
მოსახლეობა 108 300 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+4]]
ოფიციალური საიტი https://www.yerevan.am/en/districts/achapnyak/

რაიონს ესაზღვრება მალათია-სებასტიის, არაბკირისა, კენტრონისა და დავთაშენის რაიონები. ასევე არმავირის, არაგაწოტნისა და კოტაიქის პროვინციები.

რაიონი იყოფა 8 კვარტალად: აჯაფნიაკი, ნორაშენი, ნაზარბეკიანი, სილიკიანი, ლუკაშინი, ვაჰაგნი, ანასტასავანი და ჩერიომუშკი.

ქუჩები, მოედნები, პარკები რედაქტირება

  • კევორკ ჩავუშის ქუჩა
  • ჰალაბიანის ქუჩა
  • თუმანიანის პარკი
  • აჯაფნიაკის სახალხო პარკი

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება