ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ახჩიის ყორღანიარქეოლოგიური ძეგლი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ახჩიაში. ყორღანი თარიღდება ძვ.წ. XII-XIII საუკუნეებით. ყორღანს დაბალი ქვამიწაყრილი ქონდა. წრის შიგნით აღმოჩნდა ჭურჭლის ფრაგმენტები. ყორღანის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან იყო 0.4 მ. წრის დიამეტრი ჩრდილოეთიდან სამხრეთით 8.2 მ., დასავლეთიდან აღმოსავლეთით 9.36 მ. იყო. ყორღანის ცენტრალურ ნაწილში ამოღებული იყო 4.9 მ. დიამეტრის ორმო. ორმოში ჩადგმული იყო კამერა და დრომოსი. მშრალი წყობით, დიდი ქვებით ნაგები დრომოსი და კამერა ერთ მთლიან ტალანს წარმოადგენს და დამხრობილი არის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან-სამხრეთ დასავლეთით. დრომოსის ზომებია: სიგანე შესასვლელთან - 1.91 მ., კამერასთან - 1.36 მ., სიგრძე ზედა რიგისა - 2.37მ, ქვედა რიგის სიგრძე - 1.4 მ., სიმაღლე - 2.9 მ. კამერის ზომებია: სიგრძე - 3.17 მ., სიმაღლე 2.32 მ., სიგანე თავთან - 0.94 მ., ძირთან - 1.85 მ. კამერის დასავლეთ ნაწილში ნიშა იყო. დრომოსში აღმოჩნდა ჭურჭლის ფრაგმენტები, წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ძვლები. კამერაში რამდენიმე ადგილას აღმოჩნდა ადამიანის ძვლები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აქ რამდენიმე ადამიანი უნდა ყოფილიყო დაკრძალული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 18362
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ახჩიის_ყორღანი“-დან