ახუხუჟი (აფხ. Аҳәыҳәжь[1] — „მტრედის ყურძენი“) — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მრგვალი, თითქმის მთლიანი ან სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია აბლაბუდისებრი და თხელი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ფორმის და თხელი. მარცვალი მცირე ზომისაა, მომრგვალო, შავი ფერის. თხელი, მაგრამ მკვრივი კანი ცვილისებრი ფიფქით ოდნავაა დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — შეუფერავი.

ახუხუჟი სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. ვაზი ძლიერი ზრდისა და მცირემოსავლიანია. მიიღება სუფრის ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 60
  1. жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015