ახუთის ეკლესია
არქიტექტურული ძეგლი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში
ახუთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში. აგებულია X-XI საუკუნეებში.
ძეგლი ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესიაა. აგებულია ადგილობრივი კლდისა და ე. წ. შირიმის ქვით, კირის დუღაბზე. ძეგლი გადახურული იყო ორფერდა სახურავით. მასში დაცულია ოთხკუთხა აფსიდი. შენობას სამხრეთ ფასადზე ერთი კარი, ორი სარკმელი და ერთი ნიშა აქვს. კიდევ ერთი შესასვლელი კარი გაჭრილია დასავლეთიდან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8188