ახმეტური შავი, ახმეტურა, ახმეტის წითელი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან დიდი ზომისაა, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია თხელ აბლაბუდისებრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, დატოტვილი, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური. საშუალო სიმკვრივის, ზოგჯერ თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის. მუქი წითელი, თითქმის შავი ფერის. კანი მკვრივი აქვს, რბილობი — წვნიანი, წვენი — უფერული.

ახმეტური შავი საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეშიოქტომბრის შუა რიცხვებში შედის. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 165 დღეა. მტევნის წონა 165-200 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-8 გ/ლ-ს.

მიიღება ხარისხიანი სუფრის წითელი ღვინო, გამოიყენება საკუპაჟე მასალად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 60