ახმეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ახმეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — დაარსდა 1978 წელს. მდებარეობდა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე.

1992 წლიდან ძირითადი ნაწილი გადატანილია ქვემო ალვანში. ფონდში არის 17 ათ-ზე მეტი ექსპონატი, შეკრებილი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და თუშეთის სოფლებში მოწყობილი ექსპედიციების დროს. ექპონანტებს შორისაა თუშეთის ყოფისთვის დამახასიათებელი საყოფაცხოვრებო ნივთები, ეთნოგრაფიული მასალა, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები (XIX–XX სს.) ხალიჩა-ფარდაგები, თუშური სამოსელი და აქსესუარები. მუზეუმი ექსპოზიციებს აწყობდა „თბილისობაზე“ და თუშეთში - „თუშეთობაზე“.

მუზეუმს აქვს ფილიალები: სოფ. ზემო ალვანში: მეცხვარის მუზეუმი, სოფ. ომალოში კესელოს ციხეები, ეთნოგრაფიული გამოფენა, სოფ. ყვარელწყალში, „ჯარისკაცის სახლი“, სოფ. ქვემო ალვანში (ისტორიული მუზეუმი) და სოფ. მაღრანის ბაზილიკური ტიპის ეკლესიასა და ალავერდში.

ლიტერატურა

რედაქტირება