ალავერდის სამონასტრო კომპლექსი
ალავერდის სამონასტრო კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია IX-X საუკუნეებში.
ნასოფლარ ალავერდში მდებარე კომპლექსი შედგება მინაშენიანი ეკლესიისა და კოშკისაგან. დარბაზული ეკლესია სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები. გეგმით სწორკუთხა, აღმოსავლეთით ასევე სწორკუთხა საკურთხევლის ცენტრში გაჭრილია ერთ ღერძზე განლაგებული ორი არქიტრავული სარკმელი. ინტერიერში ქვედა სარკმელს თავზე რელიეფური თავსართი აქვს, რომელიც ბოლოში კუთხეებს ქმნის. გრძივ კედლებზე წყვილი პილასტრია შემორჩენილი, ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში კი ორსაფეხურიანი პილასტრია. შესასვლელი სამხრეთ კედელშია მოთავსებული. გადახურვა მთლიანად ჩამოქცეულია. ეკლესიას სამხრეთიდან მოკლე და ვიწრო მინაშენი ჰქონდა. მისგან მხოლოდ აღმოსავლეთი და სამხრეთი კედლებია შემორჩენილი. მათი სიმაღლე 1-1,5 მეტრს აღწევს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 206-207