ახმაჯის კოშკი
ახმაჯის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
სოფლიდან დასავლეთით 1 კმ-ში, მთაში დგას მრგვალი კოშკი, ფლეთილი და რიყის ქვით ნაგები. აღმოსავლეთი კედელი მთლიანად ჩამონგრეულია. ჩრდილოეთი კედელი შემორჩენილია სამი სართულის დონეზე, კედლის მესამე სართულზე ორი თაღოვანი სათოფური და ერთი თაღოვანი სარკმელია. კოშკი დანგრეულია აფეთქების შედეგად. გეგმის აზომვა არ ხერხდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 25
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ახმაჯის კოშკი — საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი