ახიბოხი
მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ახიბოხი, აჰიბოხი, აჰ-იბოხვი, თურქული ქუდი — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ბზიფის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2634 მ. აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული კირქვებით. ახასიათებს რელიეფის კარსტული ფორმები. კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია ტყით, ზედა — სუბალპური და ალპური მდელოებით.
ახიბოხი | |
---|---|
კოორდინატები: 43°17′33″ ჩ. გ. 40°45′21″ ა. გ. / 43.29250° ჩ. გ. 40.75583° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2634 მ |
ქედი | ბზიფის ქედი |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 299.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 28.