ახალშენის წმინდა თევდორეს ეკლესია

ახალშენის წმინდა თევდორეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოხუმის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. ეკლესია აგებულია ადრე შუა საუკუნეებში.

ეკლესია წმ. თევდორეს სახელზეა აგებული. შემორჩენილია მხოლოდ კედლები, დაახლოებით 1,5 მ. სიმაღლეზე. შესასვლელი დასავლეთიდანაა. დარბაზი გეგმაში წაგრძელებული სწორკუთხედია, რომლის გრძივ კედლებში თითო ერთსაფეხურიანი პილასტრია. სამშენებლო მასალად გამოყენებულია კირქვა და კირის დუღაბი. ეკლესიაში არის კვადრატულ ჩარჩოში ჩასმული ქვა ბოლნური ჯვრის რელიეფით. ჯვრის მხრებს შორის და თვითონ ჯვრის ჰორიზონტალურ მხრებზე ამოკვეთილია წარწერები.

ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Воронов Ю. Н., В мире архитектурных памятников Абхазии, М., 1978

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება