ახალშენის სალოცავი – იოანე ნათლისმცემლის თავი

ახალშენის სალოცავი – „იოანე ნათლისმცემლის თავი“ — არქიტექტურული ძეგლი, სოხუმის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. კლდეში გამოკვეთილი მცირე გამოქვაბული მდებარეობს მდინარე გუმისთის ხეობაში, მდინარის მარცხენა მხარეს. სალოცავი აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

გამოქვაბულში დახატულია იოანე ნათლისმცემლის თავი. გადმოცემით, ეს არის იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნის ადგილი და ძალიან პოპულარულია მორწმუნეთა შორის.

ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Воронов Ю. Н., В мире архитектурных памятников Абхазии, М., 1978

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება