ახალსოფლის პირველი ეკლესია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახალსოფლის ეკლესია (ყვარლის მუნიციპალიტეტი).

ახალსოფლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მკვიდრ კ. დავითაიშვილის მიწის ნაკვეთზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა (4,9x3,3 მ) ნაგებია ყორე ქვითა და კირის ხსნარით. დაზიანებულია: ჩაქცეულია გადახურვა, კედლები დარბაზულია, ზედა ნაწილში - მორღვეული. შესასვლელი დასავლეთითაა. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ წირთხლი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. რომლის ღერძზე სარკმლის კვალია  შემორჩენილი. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში მოწყობილია ორი ფართო ნიშა. სამხრეთისაში ერთი. აფსიდის მხრებზე სატრიუმფო თაღის ქუსლებია შემორჩენილი.

ლიტერატურა

რედაქტირება