ახალსოფლის მესამე ეკლესია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახალსოფლის ეკლესია (ყვარლის მუნიციპალიტეტი).

ახალსოფლის მესამე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლიდან 3 კილომეტრზე. დგას ნაბაზრალად წოდებულ ადგილზე. ძეგლი თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხითა და რიყის ქვით კირის ხსნარზე. კედლების შემორჩენილია სხვადასხვა დონეზე.

ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფისიდია, რომლის ღერძზე ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის გვერდებზე მოწყობილია თითო ოთხკუთხა ნიშა, ხოლო ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია ქვის ტრაპეზი. სარკმლის კვალი შემორჩენილია შესასვლელის ზემოთაც.

ლიტერატურა რედაქტირება