ახალსოფლის მეორე სამაროვანი
ახალსოფლის მეორე სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის მახლობლად, ვ. ლომიძის ვენახში. თარიღდება VI-VII საუკუნეებით. აღმოჩნდა მიწის დამუშავების დროს. გამოვლინდა ქვის ფილებით შედგენილი სამარხი ინვენტარით - ბრინჯაოს აბზინდა, ბალთა და მინის მძივები.
ლიტერატურა
რედაქტირება- რჩეულიშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 359.