ახალსოფლის კოშკი
ახალსოფლის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მახლობლად, ბაბაშვილების ვენახში.
კოშკი სათავდაცვოა, გეგმით სწორკუთხა. დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლის ფრაგმენტები. ჩრდილოეთ კედელში ჩანს შესასვლელის კარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბაშიძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 358.