ახალი საერთო კატალოგი

ნისლეულების და ვარსკვლავთგროვების ახალი საერთო კატალოგი (ინგლ. New General Catalogue of Nebulae and Clusters of Stars ანუ NGC) — სამოყვარულო ასტრონომიაში შორეული კოსმოსური ობიექტების ყველაზე უფრო ცნობილი კატალოგი.

სპირალური გალაქტიკა NGC 3982

კატალოგი წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ არასპეციალიზირებულ კატალოგს, რადგანაც მოიცავს შორეული კოსმოსის ობიექტების ყველა ტიპს (ის არ სპეციალიზირდება, მაგალითად, მხოლოდ გალაქტიკებზე). შეიცავს 7840 ობიექტს.

კატალოგი 1880-იან წლებში უილიამ ჰერშელის დაკვირვებების მონაცემების საფუძველზე შეადგინა ჯონ ლუდვიგ ემილ დრეიერმა, ხოლო შემდეგ თანმიმდევრობით გაფართოვდა ორი ინდექს-კატალოგით (IC I & IC II), რის შედეგადაც დაემატა კიდევ 5326 ობიექტი.

სამხრეთ ნახევარსფეროს ციური ობიექტები კატალოგიზირებულია უფრო დაბალ დონეზე, მაგრამ ბევრ მათგანს აკვირდებოდა ჯონ ჰერშელი. ახალი საერთო კატალოგი შეიცავდა ბევრ შეცდომას, რომელთა დიდი ნაწილი აღმოიფხვრა გადაშინჯულ ახალ საერთო კატალოგში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება