ახალი ათონის მღვიმური რკინიგზა

ახალი ათონის მღვიმური რკინიგზა ან ახალი ათონის მინი-მეტრო — მღვიმური რკინიგზა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, საქართველოში. გაიხსნა 1975 წლის 4 ივლისს ტურისტული კომპლექსის „ახალი ათონის“ შემადგენლობაში. განკუთვნილია საკურორტო სეზონზე ტურისტების ახალი ათონის მღვიმეში შესაყვანად. სიგრძით 1,3 კმ-ია, აქვს 3 სადგური: „შესასვლელი ჭიშკარი“, „აფხაზეთი“ და „თბილისი“.

ახალი ათონის მღვიმური რკინიგზის ერთ-ერთი სადგური

მიწისქვეშა მდებარეობის გამო ამ რკინიგზას ხანდახან მეტროპოლიტენს ადარებენ ხოლმე.

ვაგონის ინტერიერი

ტურისტების ტრანსპორტირებისთვის 1975 წელს მღვიმესთან ცალგზიანი რკინიგზა გააკეთეს, რომელიც საკურორტო სეზონზე — მაისიდან ნოემბრამდე იმუშავებდა. მატარებლის სიჩქარეა 30 კმ\სთ. ლიანდაგების სიგანე 914 მმ-ია. დეპო პირველივე სადგურის მოპირდაპირე მხარეს, გამოქვაბულის სიახლოვესაა განლაგებული. ორგზიანი გასაყრისი ლიანდაგები პირველი და ბოლო სადგურებიდან მოკლე მანძილზევე მდებარეობენ. არის ასევე ორი სალიანდაგო კავშირი სამსახურებრივ გვირაბთან. საკონტაქტო რელსში ძაბვა 300 ვ შეადგენს.

საშტატო მგზავრნაკადია წლიურად 0,7 მლნ ადამიანი, ანუ დღიურად 2000 ტურისტი. მარშრუტი დიდ მანძილზე მოპირკეთებულია რკინაბეტონით (არა სამეტროპოლიტენო სტანდარტით), გვირაბის ნაწილი ბუნებრივ გამოქვაბულშია გაყვანილი. რკინიგზის მშენებლობა 1965-75 წლებში თბილისის მეტრომშენის მმართველობით, გაიოზ ჯაყელის ხელმძღვანელობით იქნა განხორციელებული.

გამოიყენებოდა საბურღ-მაფეთქებელი მეთოდი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება