ახალთესლი
ახალთესლი, საგაზაფხულო ქერის ქართული ჯიში (პოპულაცია). თავთავი ორმწკრივიანი, მოჩალისფრო-ყვითელი, საშუალო სიგრძისა და სიმკვრივისაა. ფხა უმეტესად ნაზი, გრძელი და დაკბილულია, მარცვალი - ელიფსური, კილშეზრდილი. ყვავილის კიდეები გლუვი, იშვიათად დანაოჭებულია, თანდათანობით გადადის ფხაში. 1000 მარცვლის წონა 34-45 გ. ახალთესლის ნათესებს საკმაოდ დიდი ფართობი უჭირავს აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. ახალთესლს იყენებენ საკვებად და ლუდის წარმოებაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. 2, გვ. 84, თბ., 1977