ახალდაბის მეორე ეკლესიის ნანგრევი

ახალდაბის მეორე ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

თაღ-კამარა ჩამოქცეული ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. ალაგ-ალაგ წყობაში გამოყენებულია რიყის ქვა. დარბაზული ეკლესია გეგმით არაწესიერი სწორკუთხედია, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომელიც დარბაზისაგან გამოიყოფა მცირე მხრებით. ნაგებობის კედლები შემორჩენილია 2 მ., სიმაღლეზე სხვაგან უფრო ნაკლებია. შესასვლელი სამხრეთის კედელშია გაჭრილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 23