ახალდაბის ეკლესიის ნანგრევი
ახალდაბის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში. აგებულია შუა საუკუნეებში.
ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით იყო ნაგები. შემორჩენილია გრძივი კედლები, რომელთა სიმაღლე 80 სმ-ს აღწევს. ნაგებობის გეგმა არ იკითხება.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 18