ახალგაზრდული ორგანიზაციები
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ახალგაზრდული ორგანიზაციები — იმისათვის არსებობს, რათა სწორი გეზი მისცეს ახალგაზრდების ენერგიასა და ენთუზიაზმს. ბევრი ასეთი ორგანიზაცია სპორტსა და სასარგებლო უნარ-ჩვევების განვითარებაზეა კონცენტრირებული, ზოგიც პოლიტიკურ, სამხედრო ან რელიგიურ ორგანიზაციებთანაა დაკავაშირებული.
წინათ განათლებას მხოლოდ მდიდრები იღებდნენ. ღარიბთა შვილები პატარაობაშივე იწყებდნენ მუშაობას და საოჯახო საქმეებში ან მინდვრის სამუშაოებში ეხმარებოდნენ უფროსებს. ქალები ხშირად 16 წლისაც არ იყვნენ, როდესაც პირველი ბავშვი უჩნდებოდათ. ,,ახალგაზრდობა - ბავშვობისა და ზრდასრულობას შორი დროის მონაკვეთი - ხანმოკლე და უმნიშვნელო იყო.
XIX საუკუნეში ვითარება თანდათან იცვლებოდა. სულ უფრო და უფრო მეტი მოზარდი ამთავრებდა სკოლას, შემდეგ კი კოლეჯსაც, სადაც თითქმის ოც წლამდე სწავლობდნენ. ბევრ ქვეყანაში მიიღეს კანონები, რომლებიც ბავშვთა შრომის გამოყენებას კრაძალავდა. წყვილები უკვე შედარებით გვიან ქორწინდებოდნენ.
თანდათან ჩამოყალიბდა ორგანიზაციები, რომლებიც საგანგებოდ ახალგაზრდებისათვის იყო განკუთვნილი. სპორტულ კლუბებში ახალგაზრდული გუნდები იქმნებოდა, ხოლო რეგლოგიურ ორგანიზაციებში ისეთი ჯგუფები, როგორიც ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაციაა(1884). ახალგაზრდულ სასტუმროთა ასოციაციის მეშვეობით, ახალგაზრდა მოგზაურებს შეუძლიათ მთელ მოსფლიოში იმოგზაურონ და იაფ სასტუმროებში იცხოვრონ. სხვა ორგანიზაციები, მაგალითად, „ახალგაზრდა ფერმერები“, შრომით საქმიანობაზე იყო ორიენტრიებული, ხოლო ისეთი ორგანიზაციებ, როგორც იყო „ბრიტანელი მოხალისეები უცხოეთში“(1958) და „ამერიკის მშვიდობის კორპუსი“(1961), პრივილეგირებული ფენებიდან გამოსულ ახალგაზრდებს განვითარებად ქვეყნებში სამუშაოდ გზავნიდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ოქსფორდის დიდი საბავშვო ენციკლოპედია, ქართული გამოცემა შევსებული და განახლებული 2011 წელს, ISBN 978-99940-34-47-5