ახალგაზრდა სოციალისტები
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ახალგაზრდა სოციალისტები — ქართული ახალგაზრდული პოლიტიკური, სოციალ დემოკრატიული ორიენტაციის ორგანიზაცია.
ახალგაზრდა სოციალისტები | |
---|---|
ხელმძღვანელობა | |
გენერალური მდივანი | ანა ფირცხალავა |
ისტორია | |
დაფუძნდა | 1996 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | დემოკრატიული სოციალიზმი |
საერთაშორისო კავშირები | |
ევროპული აკრედიტაცია | ECOSY |
საერთაშორისო აკრედიტაცია | IUSY |
შტაბ-ბინა | საქართველო თბილისი |
ისტორია
რედაქტირებასოციალისტური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია
რედაქტირებაახალგაზრდა სოციალისტების ორგანიზაციული არსებობა იწყება 1996 წლიდან. მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა სოციალისტთა ლიგა, ჩამოყალიბდა როგორც საქართველოს სოციალისტური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია. ეს იყო ორგანიზაციის პირველი ნაბიჯები და პირველი ორგანიზაციული სტრუქტურების ჩამოყალიბების პერიოდი.
1997 წელს ორგანიზაცია გარდაიქმნა საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტთა კავშირად და მისი ხელმძღვანელი გახდა ზაქარია ქუცნაშვილი. ამ პერიოდისათვის ორგანიზაციის განვითარება უფრო დინამიური ხდება. ამავე პერიოდში სოციალისტური პარტია თავისი პოპულარობის პიკს აღწევს, რაც გამოიხატა 1998 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, როცა ახალგაზრდა სოციალისტების რამდენიმე წარმომადგენელი სხვადასხვა დასახლებული პუნქტის თვითმართველობებში აირჩიეს, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი არჩეულ იქნა თბილისის საკრებულოს წევრად, 1999 წელს კი საქართველოს პარლამენტის წევრად.
2002 წელს ორგანიზაციაში ხორციელდება მმართველი გუნდის განახლება. მე-4 კონგრესის მიერ ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დიმიტრი ცქიტიშვილი, გენერალურ მდივნად არჩილ ჯაყელი. ამავე კონგრესზე განხორციელდა ორგანიზაციის პირველი პოლიტიკური დოკუმენტის დამტკიცებაც. იმ პერიოდში პარტიის პოპულარობა მკვეთრად დაეცა, ხოლო 2004 წელს სოციალისტური პარტია დაიშალა.
სოციალისტური პარტიის დაშლის შემდეგ
რედაქტირება2004 წლიდან, სოციალისტური პარტიის დაშლის შემდეგ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ გააგრძელა ფუნქციონირება და ყურადღება გადაიტანა საერთაშორისო ურთიერთოებეზე და ევროპელ პარტნიორებთან ერთად რეგიონული პროექტების განხორციელებაზე. ერთ-ერთი ასეთი თანამშრომლობის შედეგად ჩამოყალიბდა ახალგაზრდა სოციალისტებსა და ნორვეგიის ახალგაზრდა ლეიბორისტების (AUF - Norwgian Labour Youth) თანამშრომლობის პროგრამა, რომელმაც განაპირობა ორგანიზაციის სტურქტურული, ორგანიზაციული და პოლიტიკური განახლება.
2009 წლის 12 მაისს გამართულმა ახალგაზრდა სოციალისტთა მე-5 კონგრესმა აირჩია ახალი ხელმძღვანელობა და ორგანიზაციული სტრუქტურა, ასევე დაამტკიცა ორგანიზაციის მანიფესტი. დღეისათვის, ახალგაზრდა სოციალიტების ორგანიზაცია მოიცავს 500-მე წევრს ქვეყნის მასშტაბით.
პოლიტიკური პლატფორმა
რედაქტირებაახალგაზრდა სოციალისტების ხედვა ეყრდნობა მათთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფასეულობებს — თავისუფლებას, სამართლიანობას, დემოკრატიას, თანასწორობას და სოლიდარობას. ორგანიზაცია აღნიშნულ ფასეულობებს განმარტავს საკუთარი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე:
- თავისუფლება — სიტყვის, რწმენის, აზრისა და სინდისის თავისუფლება, რომელიც არ ლახავს სხვის უფლებებს. გულისხმობს როგორც პიროვნების თავისუფლებას, ისე საზოგადოების, როგორც თავისუფალ პიროვნებათა ერთობლიობის, მნიშვნელობას სახელმწიფოსათვის.
- სამართლიანობა — როგორც სახელმწიფო ფუნქციონირებისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი, ისე ადამიანებს შორის ურთიერთობების და მათი თავისუფლებების გამოხატულების აუცილებელი წინაპირობა. სახელმწიფო უნდა ეფუძნებოდეს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს, ზნეობრივ და მორალურ ნორმებს.
- დემოკრატია — მივიჩნევთ სახელმწიფო მმართველობის უალტერნატივო ფორმად, სადაც მთელი ხელისუფლება ხალხს ეკუთვნის და საზოგადოება თავის ძალაუფლებას ახორციელებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, პოლიტიკურ და სამოქალაქო საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობის გზით.
- თანასწორობა — რასის, წარმოშობის, სქესის, რელიგიის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილების მიუხედავად. საზოგადოებაში ურთიერთპატივისცემის არსებობა, სადაც მოქმედებს ზნეობის კანონი: „მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა მოგექცნენ შენ.“
- სოლიდარობა — ადამიანთა ერთიანობის პრაქტიკული გამოხატულება და უსამართლობის მსხვერპლთა თანაგრძნობა. სოლიდარობის პრინციპით ადამიანები ერთიანდებიან, რათა მიაღწიონ უკეთეს სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას სახელმწიფოსა და საზოგადოებაში.
ორგანიზაციული სტრუქტურა
რედაქტირებაორგანიზაციის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა — კონგრესი, რომელიც იმართება 2 წელიწადში ერთხელ. მაკონტროლებელი ორგანოა საკონტროლო კომისია. უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა.
ორგანიზაციის ძირითადი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
- პოლიტიკური კომიტეტი;
- აღმასრულებელი კომიტეტი;
- საერთაშორისო კომიტეტი;
- საკოორდინაციო კომიტეტი;
- საზოგადოებასთან ურთიერთობათა კომიტეტი;
ორგანიზაციის საქმიანობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე და მისი ორი მოადგილე.
საერთაშორისო ურთიერთობები
რედაქტირებაორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ახალაგაზრდულ სოციალისტურ და სოციალ დემოკრატიულ ორგანიზაციებთან, როგორც მრავალმხრივი ისე ორმხრივ თანამშრომლობის ფორმატით; მონაწილეობს ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო კავშირის და ევროპის ახალგაზრდა სოციალისტების მიერ ორგანიზებულ ღონიზძიებებში. აგრეთვე აქტიურად მონაწილეობს ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო კავშირის შავი ზღვის რეგიონის სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მისი დაარსების დღიდან.
უკანასკნელ პერიოდში ხორციელდება თანამშრომლობის პროგრამები ასევე რუსეთის სოციალ დემოკრატიულ ახალგაზრდულ კავშირთან (RSDUY — Russian Social Democratic Union of Youth), გერმანიის ახალგაზრდა სოციალისტებთან (JUSOS), ჩრდილოეთ ირლანდიის სოციალ დემოკრატიული და ლეიბორისტული პარატიის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან (SDLP youth) და სხვადასხვა ახალგაზრდულ ორგანიაციებთან, როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
1998 წლიდან, „ახალაზრდა სოციალისტები“ არის ევროპის ახალგაზრდა სოციალისტთა (ECOSY — Young European Socialists)] დამკვირვებელი წევრი; 2001 წლიდან ახალგაზრდა სოციალისთა საერთაშორისო კავშირის (IUSY — International Union of Socialist Youth)დამკვირვებელი და 2006 წლიდან კი სრულუფლებიანი წევრი;
2008 წელს „ახალგაზრდა სოციალისტების“ წარმომადგენელი, დიმიტრი ცქიტიშვილი არჩეულ იქნა ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო კავშირის (IUSY — International Union of Socialist Youth) ვიცე-პრეზიდენტად, 2010 წლიდან კი იგი არის ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო კავშირის (IUSY — International Union of Socialist Youth) შავი ზღვის რეგიონის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი.